ჯორჯ კლუნი

გრავიტაციის წარმატების შემდეგ ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

2017 წელს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ჭორი, რომლის მიხედვითაც ჯორჯ კლუნიმ მეგობრებს მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა. რამდენიმე დღის წინ ჭორი თავად მსახიობმა დაადასტურა.

იმ დროს კლუნი "გრავიტაციაზე" მუშაობდა. პროდიუსერები თვლიდნენ, რომ ფილმი გაქირავებაში ჩავარდებოდა და საავტორო უფლებების ნაწილი მსახიობს მიჰყიდეს. ალფონსო კუარონის ფილმი ნამდვილი ბლოკბასტერი აღმოჩნდა და ახლად გამომცხვარმა პროდიუსერმა შთამბეჭდავი თანხა მიიღო. კლუნიმ თავის 14 უახლოეს მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა.

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ. მათ სახლში მეძინა, როდესაც ქირის ფული არ მქონდა, მათ მოწოდებულ საჭმელს ვჭამდი. მეც ბევრჯერ დავხმარებივარ. კარგი მეგობრები ვართ. მიფიქრია, ავტობუსმა რომ გამიტანოს, მინდა, თითოეული მათგანი ანდერძში იყოს ნახსენები, ჰოდა რატომ უნდა ველოდო წყეულ ავტობუსს"? – იხსენებს მსახიობი.

ამ დასკვნების გამოტანის შემდეგ კლუნიმ ფული ჩანთებში გადაანაწილა, მეგობრები დაიბარა და გადასცა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები