კელი დეგნანი

დეგნანი: ეკლესიას კვლავ სასიცოცხლო როლი აქვს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების დაცვაში

0 კომენტარი

საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა. მან ისაუბრა პომპეოსა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრაზეც:

"სახელმწიფო მდივანი შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში ისევე, როგორც აქამდე წლების განმავლობაში. მის უწმინდესობასთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და რელიგიური თავისუფლების დაცვის და ხელშეწყობის მნიშვნელობას, რათა ყველას შეეძლოს თავისუფლად მისდიოს მის რწმენას და რელიგიას." - თქვა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბრის თემა რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით". - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები