ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი 78 წლის გახდა და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იქნება აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი

20 ნოემბერს ჯო ბაიდენი 78 წლის გახდა. ის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იქნება, ვინც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

მანამდე ეს ტიტული რონალდ რეიგანს ეკუთვნოდა, რომელმაც თეთრი სახლი 1989 წელს 77 წლის ასაკში დატოვა.

წინასაარჩევნო პერიოდში ბაიდენის ასაკს მუდმივად ხაზს უსვამდა დონალდ ტრამპი, რომელიც მხოლოდ 4 წლით უმცროსია. ასაკის გამო ის თავისი კონკურენტის გონებრივ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდა.

ბაიდენი 1942 წლის 20 ნოემბერს პენსილვანიის შტატში, ქალაქ სკრანტონში დაიბადა. მისი დედა ეუგენია ფინიგანი ირლანდიური წარმოშობისაა, მამა ჯოზეფ ბაიდენ უფროსი კი ინგლისური, ირლანდიური და ფრანგული წარმოშობის.

ბაიდენმა სამართლის მაგისტრის ხარისხი დელავერის უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი კი სირაკუზის უნივერსიტეტში მიიღო. 1972 წელს ის ამერიკის ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა, როდესაც დელავერის შტატში 29 წლის ასაკში აირჩიეს. სენატში ის 2009 წლამდე დარჩა, შემდეგ კი, 2017 წლამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა, თუმცა ტრამპი აღიარებაზე უარს ამბობს და შედეგებს ასაჩივრებს. ქვეყნის მასშტაბით მან 5.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები