ახალი კორონავირუსი

ინტუბირებული კოვიდ ინფიცირებული ექიმებს მადლობას ვიოლინოზე დაკვრით უხდის [VIDEO]

0 კომენტარი

მუსიკის ყოფილმა მასწავლებელმა, რომელიც Covid-19-ს საავადმყოფოში მკურნალობს და ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ექიმებს გაწეული შრომისთვის მადლობა ვიოლინოზე დაკვრით გადაუხადა.

იუტაში მცხოვრები გროვერ ვილჰელმსენი საავადმყოფოში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს. ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამო მას ლაპარაკი არ შეუძლია და მედდებს წერილობით აგებინებს თავის სურვილებს.

ერთ დღეს მან მედდას მისწერა, რომ მადლიერების გამოსახატად საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის ვიოლიონზე დაკვრა სურდა. პაციენტს ამის უფლება მისცეს და დაკვრის დროს ვიდეოც გადაუღეს.

"ამან ტირილამდე მიმიყვანა. უყურო პაციენტს, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატის დახმარებით სუნთქავს და თანაც ვიოლინოზე უკრავს, დაუჯერებელია. აუცილებლად დაინახავდით, რამდენს ნიშნავდა ეს მისთვის". - თქვა მედდამ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები