არჩევნები 2020

დღეს და ხვალ, 20-21 ნოემბერს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

დღეს და ხვალ, 20-21 ნოემბერს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, შეზღუდვა საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამონაკლისის სახით გაუქმდა.

შეზღუდვა იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მოიხსნა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრად ზრდის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები