სპეცოპერაცია წერეთელზე

მიკროსაფინანსო MBC: კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მითითებების მიხედვით

TvMtavari

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-მ, სადაც შსს-ს ინფორმაციით შეირაღებული პირია შეჭრილი და 9 მძევალი ჰყავს აყვანილი, განცხადება გამოაქვეყნა.

ისინი წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში არიან.

"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები