სპეცოპერაცია წერეთელზე

მიკროსაფინანსოში შეჭრილ თავდამსხმელს მოთხოვნები პოლიტიკოსებთან აქვს

ტაბულა

თავდამსხმელმა მძევლის მეშვეობით Facebook-ზე ლაივი ჩართო და ტელევიზიებს მოუწოდა, ვიდეო გაავრცელონ. მას მოთხოვნები პოლიტიკოსებთან აქვს. 

ვიდეოსა და მოთხოვნების შინაარსის გავრცელებისგან ტაბულა ამ ეტაპისთვის თავს იკავებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, გამოძიების ინფორმაციით, მიოკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი, რომელსაც ცხრა მძევალი ჰყავს. 

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები