სპეცოპერაცია წერეთელზე

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოდან 6 მძევალი გათავისუფლდა

ტაბულა

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოდან 6 მძევალი გათავისუფლდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მიკროსაფინანსოში ამ დროისთვის 5 მძევალი რჩება.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა. თავდამსხმელის მოთხოვნებია: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თქვა, რომ გამოძიების ინფორმაციით, მიოკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი, რომელსაც ცხრა მძევალი ჰყავდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები