Coming to America

COMING TO AMERICA-ს მეორე ნაწილი 2021 წლის მარტში გამოვა

საკულტო კომედიის Coming To America-ს მეორე ნაწილი 2021 წლის 5 მარტს Amazon Prime Video-ზე გამოვა.

ფილმში პრინცი აკიმის როლს კვლავ მსახიობი ედი მერფი შეასრულებს, მეორე ნაწილში ასევე დაბრუნდებიან ჯეიმს ერლ ჯონსი, შარი ჰედლი, ჯონ ამოსი და ლუი ანდერსონი.

"Coming To America იყო კულტურული ფენომენი, რომელიც არის ყველასთვის ყველა დროის საყვარელი კომედია. დიდი მადლობა ედი მერფის კომედიურ გენიას შესანიშნავ რეჟისორებთან, სცენარისტებთან და მსახიობებთან ერთად. ვერ ვიქნებით უფრო მეტად აღტაცებულები ახალი თავგადასავალით". - თქვა Amazon Studios-ის ხელმძღვანელმა.

Coming To America-ს მეორე ნაწილი სიუჟეტის მიხედვით, ზამუნდის პრინცი შეიტყობს, რომ შვილი ჰყავს, სწორედ ეს გახდება ამერიკაში დაბრუნების მიზეზი.

ფილმის პირველი ნაწილი 1988 წელს გამოვიდა. მეორე ნაწილს, პირველის მსგავსად, იღებს  Paramount Pictures.

კომენტარები