კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევიდან 1 247 თბილისში გამოვლინდა, 742 – აჭარაში

0 კომენტარი
ფოტო: CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 247 გამოვლინდა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შიდა ქართლში 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში - 214, გურიაში - 157, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 5, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1 ადამიანი.

21 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 100 684 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა. სულ 17 948 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები