ბარაკ ობამა

ობამა კოლეჯში გოგოების მოსახიბლად მარქსს კითხულობდა

0 კომენტარი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მემუარები გამოაქვეყნა. 17 ნოემბერს გამოიცა პირველი ნაწილი სახელწოდებით -"აღთქმული მიწა". ახალ წიგნში ობამა წერს, რომ კოლეჯის პერიოდში გოგოების მოსახიბლად კარლ მარქსს და სხვა ავტორებს კითხულობდა. 

"როდესაც უკან ვიხედები, უხერხულია იმის აღიარება, კოლეჯის პირველი ორი წლის განმავლობაში რამდენად ემთხვეოდა ჩემი ინტელექტუალური ინტერესები იმ გოგონების  ინტერესებს, რომლთა გაცნობასაც ვცდილობდი. მარქსი და მარკუზე, ამრიგად, მე მქონდა რაღაც სათქმელი გრძელფეხება სოციალისტისთვის, რომელიც ჩემს კამპუსში ცხოვრობდა," - წერს ის. 

ბარაკ ობამა იმასაც წერს, რომ კოლეჯში ბისექსუალი გოგოს მოსახიბლად ვირჯინია ვულფს და მიშელ ფუკოს კითხულობდა. 

როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ  გოგოების მოსახიბლად ეს სტრატეგია,- მისი ფსევდოინტელექტუალობა - ძირითადად უშედეგო აღმოჩნდა.

წიგნი მოიცავს 2011 წლამდე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ობამას მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას. მემუარებში ობამა იხსენებს რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს. წიგნში არაერთხელ არის ნახსენები საქართველოც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები