ავღანეთი

ქაბულში სარაკეტო თავდასხმას 8 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაშავდა 31

0 კომენტარი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სარაკეტო თავდასხმას 8 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაშავდა 31. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი. რაკეტები ქაბულის საცხოვრებელ რაიონებში დილით ჩამოვარდა. 

სპიკერის თქმით, ტერორისტებმა პატარა სატვირთო მანქანიდან 14 რაკეტა გაუშვეს. თუ როგორ შემოვიდა სატვირთო მანქანა ქალაქში, ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში რაკეტის დაცემის კადრები გააზიარეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი რაკეტა ირანის საელჩოსთან ახლოს ჩამოვარდა და აფთქების შედეგად ნაწილები მთავარ შენობასაც მოხვდა. საელჩოს განცხადებით, მსხვერპლი არ არის. 

თალიბანი თავდასხმაში ჩართულობას უარყოფს. 

მიმდინარე თვის დასაწყისში ქაბულის უნივერსიტეტს თავს დაესხა რამდენიმე შეიარაღებული პირი. თავდასხმას 35 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმეტესობა სტუდენტი იყო. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. 24 ოქტომბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრთან აიფეთქა თავი, ტერაქტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები