კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების ახალი 4 048 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი.

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 104 732 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 85 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 976 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები