კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევიდან 1 602 თბილისში გამოვლინდა, 772 – იმერეთში

კორონავირუსით ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია - 1 602, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 24,  აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 976 პაციენტი გარდაიცვალა.

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 104 732 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 85 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები