სპეცოპერაცია წერეთელზე

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

0 კომენტარი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოზე თავდასხმასა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ლევან ზურაბიშვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

"საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.  ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში ერთი პირი შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თუმცა, ექსპერტიზის ცნობით, ბრალდებულს ხელში ნამდვილი ხელყუმბარა არ ჰქონია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები