ქასთინგი

რეჟისორს გასაუბრებაზე მიკროფონის გათიშვა დაავიწყდა და მსახიობის სახლს სორო უწოდა

"ეიფორიისა" და "ამერიკელი ვანდალის" მსახიობმა ლუკას გეიჯმა სოციალურ ქსელში საკუთარი კასტინგის ვიდეო გამოაქვეყნა.

მსახიობი კასტინგს Zoom-ით გადის. რეჟისორი, რომელსაც მიკროფონის გათიშვა დაავიწყდა, გეიჯის სახლზე ლაპარაკობს.

"ეს ღარიბი ხალხი სოროებში ცხოვრობს, მაგრამ ფონს ვუყურებ და ტელევიზორი უკიდია..." - ამბობს რეჟისორი. "ვიცი, რომ ცუდი ბინა მაქვს, ამიტომ მომეცით სამსახური, რომ უკეთესში ვიცხოვრო". - ხუმრობით პასუხობს მსახიობი.

ამის შემდეგ რეჟისორი ბოდიშის მოხდას იწყებს უხეშობისთვის, რასაც გეიჯი კვლავ ხუმრობით პასუხობს: "ოთხი ოთხზე ყუთში ვცხოვრობ, ყველაფერი ნორმალურადაა. სამსახური მომეცით და ჩათვალეთ, რომ გავსწორდით". - ამბობს გეიჯი.

 

 

კომენტარები