ალიგატორი

პენსიონერი ლეკვის გადასარჩენად ალიგატორს შეებრძოლა

74 წლის რიჩარდ უილბენქსი ფლორიდის მაცხოვრებელია, რომელიც საკუთარი 3 თვის ლეკვის გადასარჩენად ალიგატორს შეებრძოლა.

"ტბის მახლობლად ლეკვს ვასეირნებდი და მოულოდნელად წყლიდან რაკეტის სისწრაფით ალიგატორი ამოვარდა და ჩემს შინაურ ცხოველს ეცა. სხვა გზა არ მრჩებოდა, მტაცებელს მივვარდი და ლეკვისთვის ჩავლებული პირი ხელებით გავუხსენი". – იხსენებს პენსიონერი.

ალიგატორები ფლორიდის მოსახლეობისთვის უცხო არ არის, ისინი ქალაქებში, სხვადასხვა ტიპის წყალსაცავებში ბინადრობენ. მიუხედავად ინციდენტისა, უილბენქსი ალიგატორების ტბიდან გადაყვანის წინააღმდეგია. 

კომენტარები