აშშ-რუსეთი

სამი რუსული კომპანია აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდა

სამი რუსული კომპანია აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდა. სანქციების მიზეზი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. სანქციები შეეხო -Nilco Group-ს, Завод Элекон-სა და Авиазапчасть-ს

ვაშინგტონის თანახმად, კომპანიები სირიას, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას აწვდიდნენ პროდუქციას, სერვისებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში გამოიყენება.

სანქციების ქვეშ მოხვედრა ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიები ვერ შეძლებენ აღნიშნულ რუსულ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმებას, ხოლო აშშ-ს ხელისუფლება სანქცირებულ კომპანიებს ვერ მიჰყიდის შეიარაღებას.

კომპანია Авиазапчасть რუსული საავიაციო ტექნიკის მიწოდებასა და შემდგომ მომსახურებაში სპეციალიზდება. Завод Элекон-ი კი დაკავებულია ელექტრული სქემებისა და ელექტრო ტექნოლოგიების შემუშავებითა და წარმოებით.

კომენტარები