არჩევნები 2020

25 ნოემბერს ოპოზიციური ლიდერები ამერიკის ელჩს დამოუკიდებლად შეხვდებიან

კელი დეგნანი

დღეს, 25 ნოემბერს ოპოზიციური ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში კელი დეგნანს დამოუკიდებლად შეხვდებიან. 

საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდებიან იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააყალბეს. 

ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის ორი შეხვედრა გაიმართა. ამჟამად არ არის ცნობილი, როდის შედგება დიალოგის მესამე რაუნდი. როგორც ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, ამ დროისთვის "ბურთი ხელისუფლების მოედანზეა" და მათ უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯი. 

ოპოზიციური პარტიები გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას მოითხოვენ. 

კომენტარები