სავალუტო აუქციონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 46.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

Reuters

2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად კიდევ 50 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 822.6 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები