ბელარუსი

ბელარუს ოპოზიციონერ ბაბარიკოს ბრალად ედება ფულის გათეთრება და კორუფცია

24 ნოემბერს ბელარუსის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ბელარუს ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს ბრალად ედება კორუფცია და ფულის გათეთრება. 

"KGB-ს საგამოძიებო დირექციამ დაასრულა წინასწარი გამოძიება ბელგაზპრომბანკის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე". – განაცხადეს ბელარუსის KGB-ში. 

ბაბარიკოს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე ბელგაზპრომბანკის ბანკის ხელმძღვანელი იყო, ბრალად ედება ქრთამის აღება და "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრება".

ბელგაზპრომბანკი რუსეთის გაზპრომის კუთვნილი ბანკის ბელორუსული ფილიალია.

KGB-ს თანახმად, "ყველა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, რაც მათ ბრალად ედებათ, გარდა ვიქტორ ბაბარიკოსა".

ბელარუსი მაღალჩინოსნები ბაბარიკოს ბრალს სდებენ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში, რომლის რაოდენობაც 60 მილიონ დოლარს აღემატება. 

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები