კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევიდან 1 293 თბილისში გამოვლინდა, 793 – იმერეთში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან 1 293 თბილისში გამოვლინდა, 475 აჭარაში, 793 იმერეთში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლში 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შიდა ქართლში - 232, გურიაში - 80, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 371, კახეთში - 129, მცხეთა-მთიანეთში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 62, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 26.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 118 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  98 781 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 124 კი გარდაიცვალა. სულ 18 759 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები