კორონავირუსი საქართველოში

სალონები, ბანკები, მშენებლობა – რას არ ეხება მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები

flickr.com

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას
  • და სხვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

კომენტარები