ეკონომიკა

მთავრობა: 2021 წელს ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირებისა და დახმარების პაკეტიც წარადგინა. 

სხვა ზომებთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო წელს ტურისტული სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. 

"ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის განმავლობაში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული, ისინი გათავისუფლდებიან სრულად ქონების გადასახადიდან. ტურიზმის სექტორში, თუ გახსოვთ, 2020 წლის განმავლობაში 4 თვის განმავლობაში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო სულ საწყის პერიოდში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც იყო გადავადებული, სრულად ჩამოეწერება." 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სექტორს, ასევე, სრულად ჩამოეწერება გაზაფხულზე 4 თვის განმავლობაში გადავადებული საშემოსავლო გადასახადიც. 

კომენტარები