All I want for christmas is you

მერაია ქერის ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU ჩარტებში წინ მიიწევს

Insider

მერაია ქერის ცნობილი საშობაო ჰიტი All I Want For Christmas Is You ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩარტებში სულ უფრო და უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს.

სიმღერა Billboard Hot 100-ის ჩარტში 29-ე ადგილს იკავებს(შარშან წლის ბოლოს სიმღერა პირველ ადგილზე გავიდა). გარდა ამისა კომპოზიცია Spotify-ს ყოველკვირეულ ათეულში მეცხრე ადგილზე, 821 848 დღიური მოსმენით გამოჩნდა და უკვე გადაასწრო ისეთ წლევანდელ ჰიტს, როგორიცაა ქარდი ბის Wap. 

"სიმღერის დასაწყისი და შუა ნაწილი თავად დავწერე. შექმნის პროცესში ვიხსენებდი საშობაო მომენტებს, რომლებიც ძალიან მიყვარს, ალბათ ამიტომ გამოვიდა ჩანაწერი ასეთი კარგი". - იხსენებს მერაია ქერი.

დღევანდელი სავაჭრო ცენტრების ჰიმნი 1994 წელს გამოვიდა და მალევე პოპულარული საშობაო/საახალწლო სიმღერა გახდა.

ინტერნეტ სივრცეში კომპოზიცია არაერთი მიმის ინსპირაცია გახდა, მომხმარებელთა დიდი ნაწილის აზრით, All I Want For Christmas Is You ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მომაბეზრებელი სიმღერაა. 

კომენტარები