კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 426 ახალი შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 35 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.

29 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 132 368 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 110 049 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 230 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 21 063 აქტიური შემთხვევაა.
 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები