კორონავირუსი საქართველოში

Reformerfitness-ის შემდეგ, დახურვაზე Holoseum-იც უარს ამბობს

holoseum.ge

ფიტნესცენტრ Reformerfitness-ის შემდეგ, რომელიც გუშინ, 28 ნოემბერს დააჯარიმეს აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაგრძელების გამო, დახურვაზე უარს ამბობს მუზეუმი Holoseum-იც. 

"ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები. Reformerfitness-ს მშვენიერი ინსპირაციაა და ჩვენც ვეცდებით, ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის". - წერია Holoseum-ის განცხადებაში. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნესცენტრებმა და საცურაო აუზებმა მუშაობა უნდა შეაჩერონ. 

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა დღეიდან - სრულად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები