კორონავირუსი საქართველოში

28 ნოემბრიდან დღემდე საქმიანობა შეუჩერდა 4 194 ობიექტს, გაფრთხილება მიიღო 6 177 ობიექტმა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე, 30 ნოემბრამდე, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო გაფრთხილება მიეცა 6 177ობიექტს, ხოლო საქმიანობა შეუჩერდა 4 194 ობიექტს.

"შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმდა 10 374 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს. დაჯარიმდა 3 ობიექტი. 4 194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა. "იზოლაციისა და კარანტინის წესის" განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოვლინდა 1 ობიექტზე". – წერს საბჭო.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები