კრიმინალი

ჯგუფური ყაჩაღობა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში – დაწყებულია გამოძიება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. 

მომხდარზე დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. 

კომენტარები