აქტივისტების დაჯარიმება

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაკეთებული წარწერისთვის 2 აქტივისტი 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს

Tamta Gogoladze / FB

"ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი" – ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სამანქანო გვირაბში გაკეთებული წარწერისთვის ორი აქტივისტი 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს.

ერთ-ერთი აქტივისტი, თამთა გოგოლაძე Facebook-ზე წერს, რომ პოლიციამ გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის ზონას მიაკუთვნა და დაჯარიმების მიზეზიც ეს გახდა.

"საპატრულოდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000 ლარით და რადგან ტელეფონზე გესაუბრებით და მისმენთ, ოქმი ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, შეგიძლიათ, 10 დღის ვადაში გაასაჩივროთო. ბიძინას მიმდებარედ ყველა ქვა და ბეტონი რომ კულტ.მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება, იცოდით?". – წერს თამთა გოგოლაძე.

კომენტარები