მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი: რაც ახლა ხელში მიჭირავს, არის Iphone 11 PRO

რუსთავი 2 / კადრი ვიდეოდან

"რაც ახლა მე ხელში მიჭირავს, არის 11 [Iphone] პრო...". – თქვა რუსთავი 2-ის ეთერში კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

11 ოქტომბერს TV პირველის ეთერში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა თქვა, რომ მას iPhone 11 Pro აქვს და არა ბოლო მოდელი iPhone 12, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში გაყიდვაში ჩაშვებული არ იყო.

"კამერა ესაა იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro". – თქვა მიტროპოლიტმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები