ელიოტ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია

Fox News

ჯუნოს ვარსკვლავმა ელიოტ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ოსკარის ნომინანტ მსახიობს აქამდე ელენ პეიჯის სახელით იცნობდნენ. 

"გამარჯობა მეგობრებო, მინდა, გითხრათ რომ ტრანსი ვარ, მომმართეთ კაცის ნაცვალსახელებით(He, They) და ჩემი სახელია ელიოტი. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს მიჭერდნენ და მაგალითს მაძლევდნენ. მაქსიმალურად ჩავერთვები იმ პრობლემის მოგვარებაში, რომლებიც ტრანს თემს აწუხებს. ასევე გთხოვთ, იყოთ შემწყნარებელი, ძალზედ რთულია ახალი ცხოვრების დაწყება, როდესაც შენ გჭორავენ და დაგცინიან... სიყვარულით, ელიოტი". – წერს მსახიობი.

პეიჯი 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, მან X-ადამიანების ფრენჩაიზში ქითი პრაიდის როლი შეასრულა. მსოფლიო პოპულარობა, ოსკარის, ბაფტასა და ოქროს გლობუსის ნომინაციები 2007 წლის ფილმ ჯუნოში შესრულებულმა როლმა მოუტანა. 

კომენტარები