თვითიზოლაცია

თუ მგზავრს PCR ტესტის პასუხი არ ექნება, 12-დღიან იზოლაციაში გადავა და არა კარანტინში

თუ მგზავრს PCR ტესტის პასუხი არ ექნება, 12-დღიან იზოლაციაში გადავა და არა კარანტინში. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოში შემოსულ პირს ბოლო სამი დღის მანძილზე გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ექნება, ის 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ მგზავრს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, კვლავ კარანტინში გადავა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაშინ, როცა კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დასტურდებოდა ყოველდღიურად, ქვეყანაში შემოსული საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო კარანტინში, სხვადასხვა სასტუმროში გადაჰყავდათ. ასევე, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების გარდა, ყველა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს სავალდებულო, თუმცა, ამ შემთხვევაში ფასიანი კარანტინი უნდა გაევლო.

კომენტარები