კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 980, აჭარაში – 483

armradio.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში - 483, იმერეთში - 980, ქვემო ქართლში - 296, შიდა ქართლში - 222, გურიაში- 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 408, კახეთში - 335, მცხეთა-მთიანეთში - 130, სამცხე-ჯავახეთში - 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 5 068 ახალი შემთხვევა.

4 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  152 704  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 126 904 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 425  პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები