რუსეთი

ჩეჩნეთში ქუჩას ფრანგი მასწავლებლის მკვლელის სახელი უწოდეს

ჩეჩნეთში, სოფელ შალაჟიში ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს აბდულაჰ ანზოროვის სახელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში მასწავლებელს თავი მოაჭრა. აბდულაჰ ანზოროვი სწორედ ამ სოფელშია დაბადებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეგრამ არხი პადიომ, ქუჩის აბრის სურათთან ერთად ავრცელებს.

თავდაპირველად ქუჩის აბრის ამსახველი ფოტო გაავრცელა სოფლის მკვიდრმა თავის ინსტაგრამზე წარწერით "ნამდვილი მამაკაცის ქუჩა" . 

აბდულაჰ ანზოროვმა ოქტომბერში თავი მოკვეთა მასწავლებელს, რომელმაც ლექციაზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარმოადგინა. ფრანგული მედია წერდა, რომ ანზოროვი კავშირში იყო სირიაში მოქმედ ტერორიტებთან.

კომენტარები