არჩევნები 2020

მელაშვილი: PVT არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი არ არის

Interpressnews

კოალიციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და დამოკრატიისთვის წევრი, ირაკლი მელაშვილი წერს, რომ პარალელური დათვლა (PVT) არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი არ არის და ბიულეტენების ჩაყრასა და კარუსელს ვერ აჩვენებს.

"ვინც არ იცის, რა არის პარლელური დათვლა, იმათთვის ვწერ. პარალელური დათვლა ყოველთვის ასე ხდებოდა და არ მგონია, რამე შეცვლილიყოს, გარკვეული პრინციპით (მაგალითად: თითო რეგიონდან გარკვეული რაოდენობა და ა.შ. ,) შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების (მთლიანი რაოდეობის 5% ან 10%) მიერ შედგენილი და დამტკიცებული ოქმების მონცემები ითვლება და ჯამდება. 

შესაბამისად, თუკი მაგალითად, უბანზე ვინემე ჩაყარა 20, 50 ანდა 100 ბიულტენი და ის დაითვალეს, ე.წ. პივიტი (PVT) ანუ პარალელური დათვლა ამ გაყალბებას ვერ გაჩვენებს, ვერც კარუსელს გიფიქსირებს, იმიტომ, რომ პარალელური დათვლის დროს მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემები ითვლება. (მათ შორის დაუბალანსებელი ოქმებისაც) ამიტომ პარალელური დათვლით რეალურად ხდება მხოლოდ იმის შემოწმება, საუბნო საარჩევნო კომისიამ ცსკო-ში რა მონაცენებიც გადააგზავნა, ემთხვევა თუ არა პარტიებისთვის გადაცემული ოქმების ასლების მონაცემებს და მერე ცსკო-მ სწორად დააჯამა თუ არა უბნებიდან შემოსული მონაცენემები. მეტს არაფერს პარალელური დათვლა არ ამოწმებს, შესაბამისად, პარალელური დათვლა არ არის არჩევნების გაყალაბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი. მისი მეშვეობით მხოლოდ პროცედურის ნაწილის სწორად წარმართვის მონიტორინგი ხორციელდება". - წერს მელაშვილი. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, "ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" და 2012 წლიდან სამართლიან არჩევნებს "ასეთი მძიმე გამოწვევა" არ ჰქონია.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, Isfed-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ვროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები