ტომ კრუზი

ტომ კრუზმა გადამღები ჯგუფის წევრებს უყვირა

გამოცემა The Sun-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც ტომ კრუზის ხმა ისმის.

შეუსრულებელი მისიის მორიგი ნაწილის გადასაღებ მოედანზე ვარსკვლავმა გადამღები ჯგუფის წევრებს სოციალური დისტანციის დარღვევის გამო უღრიალა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=tHteO55JzD4&feature=emb_logo]

"ჩვენ ვართ ოქროს სტანდარტი. ჰოლივუდში ფილმები ჩვენი დამსახურებით კეთდება, იმიტომ რომ სწამთ იმის, რასაც ვაკეთებთ. ყოველ ღამე დედამ***ულ სტუდიებში, სადაზღვევო კომპანიებში და პროდიუსერებთან რეკვა მიწევს, ისინი ჩვენ გვბაძავენ და ისე იღებენ ფილმებს. ჩვენ ათასობით სამუშაო ადგილს ვქმნით, თქვე ნაბ***რებო. მსგავს რამეს არასდროს, არასდროს არ ავიტან. კიდევ ერთხელ მოხდება მსგავსი რამ და ნებისმიერს დავითხოვ სამსახურიდან". – ყვირის გაბრაზებული მსახიობი. 

ამის შემდეგ ორი ადამიანი ბოდიშის მოხდას ცდილობს, თუმცა კრუზს ეს არ ამშვიდებს.

"ბოდიშს არ მივიღებ. უთხარით ეგ სიტყვები იმ ადამიანებს, რომლებმაც ინდუსტრიის გაჩერების გამო სახლები დაკარგა. ღამე არ მძინავს, ისე შემტკივა გული ამ სფეროზე. რაც გითხარით, ის უნდა გააკეთოთ, თუ არ გაწყობთ, შეგიძლიათ, წახვიდეთ. ეს ფილმი არ ჩავარდება. გასაგებია"? – ამბობს კრუზი.

შეუსრულებელი მისია 7-ის გადაღებები გადასაღებ მოედანზე კორონავირუსის გავრცელების გამო რამდენჯერმე შეჩერდა. ზუსტად რა რეგულაცია დაარღვიეს გადამღები ჯგუფის წევრებმა, ამ ეტაპზე, უცნობია.

კომენტარები