ქათამი ღვინოში

 6 პორცია
ბულიონისთვის:
1 მოზრდილი ქათამი (სასურველია მუხრანის)
ხახვი, სტაფილო, ათიოდე პილპილის მარცვალი და 3 დაფნის ფოთოლი.
150 გრამი პანჩეტა (იტალიური ლორი) ან მშრალი ბეკონი
30 გრ. კარაქი 
2 საშუალო თავი თეთრი ხახვი
1 დიდი სტაფილო
2 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ბოთლი მშრალი თეთრი ღვინო (“წინანდალი” ან მსგავსი)
50 გრ. კონიაკი 
4 ან 5 ღერი ტმინი (იყიდება სუპერმარკეტ “ჯორჯიტაში”)
40 გრ. კარაქი 
300 გრ. მარგალიტი ხახვის მარინადი (იყიდება სუპერმარკეტ “ჯორჯიტაში”, “შინჰოფერში”, “გუდვილში”)
500 გრ. ქამა სოკო (დაჭრილი ორად ან ოთხად)
100 გრ. ნაღები (“პარმალატი”) 
ჯამში: 45 ლარი


ბულიონის მომზადების წესი: ქათამი დაჭერით რვა ნაწილად. ნაჭრები ცალკე გადადეთ, ძვლები მოათავსეთ ღრმა ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაამატეთ ხახვი, სტაფილო, პილპილის რამდენიმე მარცვალი, დაფნის ფოთოლი და წამოადუღეთ. დაბალ ცეცხლზე იდუღოს 1 საათი.
მოგრძო, თხელ ნაჭრებად დაჭერით პანჩეტა და კარაქთან ერთად მოათავსეთ ღრმა ტაფაში. როდესაც ოქროსფრად შეიფერება, გადაიღეთ პანჩეტა თასში ისე, რომ ცხიმი ტაფაში დარჩეს.
ქათმის ნაჭრები შეაზავეთ მარილით და პილპილით, მოათავსეთ დარჩენილ ცხიმში და დაბრაწეთ, ვიდრე ქათმის კანი თაფლისფერი არ გახდება.
ამასობაში დაჭერით ხახვი და სტაფილო. გადმოიღეთ ქათმის ნაჭრები და დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ თუჯის ქვაბში. ურიეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე ხახვი არ გაფერმკრთალდება და წებოვან მასად არ იქცევა. დაამატეთ თხლად დაჭრილი ნიორი, ქათმის ნაჭრები და პანჩეტა. წებოვანი მასა დააბრუნეთ ქვაბში და შეურიეთ ფქვილი. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ კონიაკი, ღვინო და ტმინი. ამის შემდეგ ჩამჩით დაუმატეთ იმდენი ბულიონი, რომ დაიფაროს.
როდესაც კერძი დუღილს დაიწყებს, გადმოდგით, დაახურეთ თავსახური და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
60 წუთის შემდეგ შეამოწმეთ: ნახეთ, მოხარშულია თუ არა, ქათამი. ხორცი რბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ჩახარშული. შემდეგ გადმოიღეთ ქათამი ჯამში.
ქვაბში დარჩენილი სოუსი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ მასა შემცირდება. შესქელებულ სოუსს დაუმატეთ ნაღები.
ქათამი დააბრუნეთ ქვაბში. მომცრო ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ხახვის მარინადი და სოკო და მოთუშეთ, ვიდრე არ შეოქროსფრდება. 

 

კომენტარები