დავიწყოთ ცოტა შორიდან: როგორ აღწერდით დასავლეთის პოლიტიკას საბჭოთა კავშირის მიმართ ცივი ომის დროს?
დასავლეთს არასდროს სურდა საბჭოთა კავშირთან დავა. ცივი ომი – ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. სინამდვილეში ცივი ომი იყო ორ ხანმოკლე პერიოდში: მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, 1946–დან სტალინის სიკვდილამდე და რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის 1981–86 წლებში. სხვა დროს დასავლეთი სულ ეძიებდა თანაარსებობის ფორმებს. ამჯობინებდა, დაეთმო, ვიდრე გაემწვავებინა ურთიერთობა. საბჭოთა კავშირი დროდადრო აგრესიული იყო ანუ ინიციატივა მას რჩებოდა. როცა აწყობდა, სსრკ მოდუნდებოდა ხოლმე და ჩნდებოდა ე.წ. დეტანტის პერიოდი. როცა საბჭოეთს ჭირდებოდა, შეიჭრებოდა ან იპყრობდა რომელიმე სახელმწიფოს. ეს მცირე ხნით იწვევდა დაძაბულობას. დასავლეთი იძულებული ხდებოდა, გაეძლიერებინა საკუთარი უსაფრთხოება – ძალიან უხალისოდ – მერე კი ყველაფერი მინელდებოდა ხოლმე.
თქვენი აზრით, დღეს როგორია დასავლეთის, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების პოლიტიკა რუსეთის მიმართ – პრაგმატულია, რეალისტურია, შეიძლება ის იყოს უფრო მკაცრი თუ არა?
დღეს ეს არის უარესი პოლიტიკა, ვიდრე უწინ. ვერ უარვყოფთ – საბჭოთა დროს ნამდვილად იყო მტრობის ელემენტი. საბჭოთა ბირთვული რაკეტები მომართული იყო დასავლურ ქალაქებზე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი დასავლეთს არ ავიწყდებოდა და არ აძლევდა უფლებას, ბოლომდე მოშვებულიყო. ახლა პირდაპირი სამხედრო საფრთხე აღარ არსებობს, რაც ძალიან აწყობს იმას, ვისაც ამქვეყნად სულ მეგობრობა და ყველაფრის შერბილება სურს. ამუშავდა ახალი ძლიერი ბერკეტები – გაზი, ნავთობი, აუცილებლობა, გადაჭრა რაღაც საერთო პრობლემები. მშვიდობისმოყვარეებმა ეგრევე ისარგებლეს ამით და დღეს რუსეთისა და მისი პოლიტიკის კრიტიკა გაცილებით რთული საქმეა. დასავლეთის საზოგადოებას აქვს რეაქცია, პრესა ეხება ამ თემას, ადამიანები გამოთქვამენ აზრს, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური ისტებლიშმენტის რეაქცია.
შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ევროპული – როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ის ასპექტები, რომელთაც კრიტიკულად ეკიდებით?
ესაა უწინარესად ევროკავშირი. მიმაჩნია, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის დროებათა სრულიად უსაგებლო გაგრძელება. იდეა, კონცეფცია ექციათ საერთო ბაზარი რაღაცნაირ სახელმწიფოდ იყო მემარცხენე პარტიების და მოსკოვის ერთობლივი იდეა. გორბაჩოვმა თავის დროზე ამას ჩვენი საერთო ევროპული სახლი უწოდა. გახსოვთ, ალბათ – მემარცხენეებს ჰქონდათ ე.წ. კონვერგენციის თეორია: საბჭოთა კავშირი თანდათან შეიცვლება, ექნება “ადამიანური” სოციალიზმი, ხოლო ევროპაში გაიმარჯვებს სოციალ–დემოკრატია. ასე მოხდება კონვერგენცია, ჩვენ გავერთიანდებით, მოისპობა პრობლემები, დაივანებს საუკუნო და საყოველთაო ბედნიერება. ამ იდეას ფრიად აქტიურად ახორციელებდნენ 1987 წლიდან, მაგრამ ვერ მოასწრეს – სსრკ დაიფშვნა. ჩამოინგრა საბჭოური ნაწილი იმ შენობისა, რომელსაც დღემდე აშენებენ. მინახავს გორბაჩოვის მოლაპარაკებათა მრავალი ჩანაწერი კომპარტიის ცეკასა და პოლიტბიუროს არქივიდან; მაგალითად, მიტერანი (საფრანგეთის პრეზიდენტი 1981–1995 წ.წ.–რედ.) უხსნის გორბაჩოვს, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი საბჭოთა კავშირიო. ასე ესმოდათ კონტროლი ევროპაზე. ხვდებით, რა ფილოსოფიაა?
მოდი, საქართველოზეც ვილაპარაკოთ. მოქალაქეთა ნაწილი დღეს გაწბილებულია დასავლეთით, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებით, რომელთა საქართველოსადმი მხარდაჭერა უკმარად მიაჩნიათ. ასევე მოისმენთ, რომ დროა, დაველაპარაკოთ რუსეთს, მოვაწესრიგოთ მასთან ურთიერთობები, გვქონდეს მშვიდობის გარანტია... რამდენად პერსპექტიულია ეს გზა?
რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას თქვენ ვერ დაელაპარაკებით. ეს არის კაგებე. რუსეთზე თუ რამე ვიცი – ვიცი კაგებეს ფსიქოლოგია. მათ მეგობრები არ ჰყავთ. ჰყავთ ან აგენტები ან მტრები. კაგებეშნიკი არ გაჩერდება, სანამ არ გადაგიბირებს. მხოლოდ ტყვია აჩერებს მათ. ასეთი მენტალობა აქვთ – ადამიანი უნდა გადატეხონ, მსახურად, ხელის ბიჭად აქციონ. დღევანდელი კონფლიქტი საქართველოსთან არის კონფლიქტი უფრო დასავლეთთან. დასავლეთი იძლეოდა უსაფრთხოების გარკვეულ პირობებს, რომელთა უზრუნველყოფა არ შეუძლია. რუსეთი ამით აშანტაჟებს და აწვება დასავლეთს. რუსული პოლიტიკის ზოგადი მიმართულება არის მცდელობა, დაიბრუნონ საბჭოთა იმპერია. ცხადია, ესმით, რომ მთლიანად ვერ დაიბრუნებენ, მაგრამ ყველა ღონეს იხმარენ. მათი პოლიტიკის გამომხატველმა პუტინმა აკი თქვა, რომ სსრკ–ს ნგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო.
თუმცა, ამ ფრაზას სხვაგვარადაც განმარტავენ: არა როგორც იმპერიის აღდგენის ნატვრას, არამედ სინანულს იმის გამო, რომ რუსეთს ძველი ძალა და გავლენა აღარ მოსდევს საერთაშორისო სისტემაში...
მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ქვეყნის შიგნითაც ცდილობენ, აღადგინონ იმპერია. ესმით, რომ ქვეყანას ვერ ჩაკეტავენ – სსრკ ჩაკეტილი ქვეყანა იყო. ამ ზღვარს ვერ გადავლენ, მაგრამ რაც შეუძლიათ, აკეთებენ: აკონტროლებენ მედიას, შემოაქვთ ცენზურა, გარკვეულ დონეზე ატარებენ პოლიტიკურ რეპრესიებს...
როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ პოლიტიკას? თქვენ ხართ მაგალითი მტრული სისტემისადმი პიროვნული წინააღმდეგობისა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იყო აბსოლუტურად უკომპრომისო და თან გადარჩე. მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს შეუპოვრობა, როგორც მოქმედების ერთადერთი მოდუსი?
მიმაჩნია, რომ სხვა გამოსავალი არც არის. რა იქნებოდა, ეს პოზიცია რომ არ დამეკავებინა? ვიქნებოდი ახლა კაგებეს ერთ-ერთი აგენტი. ქვეყნებთანაც იგივე ამბავია – თუ თქვენ წინააღმდეგობას არ გაუწევთ, დანამატი გახდებით, დაახლოებით ტუვის მსგავსი. ეს გინდათ?
თქვენი აზრით, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?
ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლებას სურს დაძაბულობა. მუდმივად ეცდებიან, დაძაბულობა გაზარდონ და პროვოკაციები მოაწყონ. მეორე მხრივ, მჯერა, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს მთლიანი ოკუპაცია – ეს გაცილებით მეტი თავის ტკივილი იქნება. ჩეჩნეთში სცადეს და ბოლომდე არ გამოუვიდათ. მე–11 წელია კონფლიქტი მიდის და თანდათან მთელ ჩრდილოეთ კავკასიას ედება. საქართველოში მით უფრო გაუჭირდებათ, რადგან საქართველოს სამხრეთით ღია საზღვარი აქვს და ამას ვერ გააკონტროლებენ. საქართველოში მოსახლეობა მეტია, ამდენად მეტია პარტიზანული ბრძოლის საშუალებაც. არ ვიცი, რას ფიქრობს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაგრამ სამხედროები მათ ეუბნებიან, რომ ეს იქნება ძალიან ძვირი და სრულიად უაზრო ოპერაცია. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის არმიას სერიოზული შეიარაღება არ აქვს და დღეს ის სანახევროდ დაშლისა და სანახევროდ რეფორმირების სტადიაშია.
როგორიც უნდა იყოს, რუსეთის ჯარი პატარა საქართველოს კი ეყოფა...
მართალია, ერთჯერად ოპერაციას ეყოფა, მაგრამ ვერაფრით გაწვდება ოკუპაციის რეჟიმის შენარჩუნებასა და პარტიზანულ ბრძოლას 5 და 10 წლის მანძილზე. საერთოდ, მსოფლიოს ვერც ერთი არმია ვერ უძლებს პარტიზანულ ბრძოლას. ხოლო ხრწნადი არმია ვერ გაუძლებს იმთავითვე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველოს მთლიანად ოკუპირება მათ არ სურთ. რომ სდომოდათ, ორი წლის წინათ იზამდნენ. მაგრამ გაჩერდნენ. უფრო მნიშვნელოვანია, დაძაბულობის კერები ჰქონდეთ. თქვენი ორი ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია ასევე სულელური ნაბიჯია. სანამ არსებობდა ანექსიის საფრთხე, რუსეთს ჰქონდა დაძაბულობის დამატებითი პუნქტები. ახლა კი რა? რუსეთმა წაიღო ტერიტორიები, რომელიც მას არ ჭირდება.
ჩვენ კი შფოთის განცდით ვცხოვრობთ...
იმათაც სწორედ ეგ უნდათ – შფოთით რომ ცხოვრობდეთ.
როგორ აღიქვით 2008 წლის აგვისტოს ომი?
2008 წლის დასაწყისში მე, ანდრე გლუკსმანი და კიდევ რამდენიმე კაცი ველაპარაკეთ სარკოზის. ვუთხარით, თუ თქვენ აღიარებთ კოსოვოს დამოუკიდებლობას, რუსეთი რაღაცას მოიმოქმედებს კავკასიაში, უფრო სავარაუდოა, რომ მოახდენს აფხაზეთის ანექსიას. მზად ხართ საამისოდ? სარკოზიმ თქვა, ჩვენ რუსებს დაველაპარაკებით, დავაწვებით, რატომ გგონიათ, რომ ეს შედეგს არ გამოიღებსო? იმიტომ, რომ კარგად ვიცნობთ, მათ ძალაყინზე ფაქიზი არგუმენტები არ ესმით. აგვისტოში კი, მახსოვს, ძალიან გავბრაზდი, რუსეთს ეს პროვოკაცია რომ გამოუვიდა. სააკაშვილი ჩააყენეს ვითარებაში, როცა ასეც და ისეც აგებდა: რუსეთი ბომბავს ქართულ სოფლებს, ის კი არ პასუხობს და კარგავს მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით. იმით კი, ცხინვალში რომ შევიდა, რუსეთს მშვენიერი საბაბი მისცა სამოქმედოდ.
რისთვის ჭირდებათ რუსეთის ლიდერებს ლაპარაკი ქართველ ოპოზიციონერებთან?
მათი ამოცანაა, შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში. ცდიან: გამოვა – არ გამოვა. ოპოზიციასაც ათამაშებენ, დაძაბულობასაც გაზრდიან, თან მოლაპარაკებას შემოგთავაზებენ. რუსეთი ხან რას მოედება, ხან-რას, მუდმივად.