არჩევნები

არჩევნები არჩევანის გარეშე

რუ­სე­თის პე­რი­ფე­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ხარ­ჯ­ზე მო­სა­ლოდ­ნელ­ზე მე­ტი ხმე­ბი მი­ი­ღეს „კომუნისტურმა პარ­ტი­ამ”, „სამართლიანმა რუ­სეთ­მა” და „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარ­ტი­ამ”. ირ­კუტ­ს­კ­ში, „ედინაია რა­სი­ას” მე­რო­ბის კან­დი­და­ტი სა­ერ­თო­დაც და­მარ­ცხ­და ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მენ­თან, რო­მელ­საც „კომუნისტური პარ­ტი­ა” უჭერ­და მხარს. სწო­რედ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი იკა­ვებს მე­ო­რე ად­გილს ხმა­თა 20%-ით. ხმა­თა 15-15% გა­და­ი­ნა­წი­ლეს „სამართლიანმა რუ­სეთ­მა” და „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარ­ტი­ამ”.
ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის აღ­მას­ვ­ლა ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა და მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის შეც­დო­მებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. გა­სულ წელს რუ­სე­თის მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტი 8%-ით და­ე­ცა, ხო­ლო უმუ­შევ­რო­ბა 9.2%-ით გა­ი­ზარ­და. ამ­გ­ვა­რი რე­ცე­სია რუ­სეთ­ში არ ყო­ფი­ლა უკა­ნას­კ­ნე­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რუ­სე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში გა­ი­მარ­თა საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბი გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის მოთხოვ­ნით.
ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კრემ­ლ­მა გან­გებ და­უშ­ვა არ­ჩევ­ნებ­ში სა­მი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბა პლუ­რა­ლიზ­მის ილუ­ზი­ის შე­საქ­მ­ნე­ლად. ამ პარ­ტი­ებს ფორ­მა­ლუ­რად ეწო­დე­ბათ „ოპოზიციური”. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ისი­ნი კრემ­ლის პო­ლი­ტი­კას ატა­რე­ბენ. ან­ტიკ­რემ­ლუ­რი გან­წყო­ბის ლი­ბე­რა­ლურ პარ­ტი­ებს კი ხმა­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი მი­ნი­მუ­მი ერ­გო.

კომენტარები