მოსაბ ჰასან იოსიფი. „ჰამასის ვაჟი“

.
მოსაბი მოგვითხრობს საკუთარ ბავშვობაზე: აღწერს კეთილ მუსულმან მამას, რომელიც ამზადებდა სადილს, მკურნალობდა დედას, ზრუნავდა მეზობლებზე. გვიყვება ციხეებზეც: „დღედაღამ გაისმოდა ნაწამები ადამიანების გულის განმგმირავი ყვირილი; ჰამასი ტანჯავდა საკუთარ ხალხს”.
ავტორი დეტალურად ააშკარავებს ფაქტებს იმ პერიოდიდან, როცა ის ისრაელის შინაგანი უსაფრთხოების არმიის (Shin Bet) ჯაშუში გახდა: ,,ჩემი გუშინდელი მტრები უცაბედად დამიმეგობრდნენ, ხოლო გუშინდელი მეგობრები ნამდვილ მტრებად იქცნენ”.
ისრაელის უშიშროებაში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ მოსაბი გადაეყარა ბრიტანელ ტაქსის მძღოლებს იერუსალიმში, რომლებმაც მას ინგლისურ-არაბული ახალი აღთქმის ასლი გადასცეს და ბიბლიის სწავლების სესიაზე მიიპატიჟეს. „უცებ აღმოვაჩინე, ქრისტეს მიერ ნაბოძებ სიყვარულსა და მორჩილებაში  ჩავიძირე”, - წერს ავტორი.
მოსაბ ჰასან იოსიფმა 2006 წელს შეწყვიტა მუშაობა „Shin Bet”-ში და ბიბლიის სწავლების სესიებზე გაცნობილ მეგობრებთან ერთად, სამხრეთ კალიფორნიას მიაშურა. „დარწმუნებული ვარ, საკუთარი ოჯახის, ერის და ღმერთის თვალში ნამდვილი მოღალატე გავხდი”, - ამბობს მოსაბ ჰასან იოსიფი, - „მე ჩემს საზოგადოებაში არსებული ყველა წითელი ხაზი გადავკვეთე”.

 Targmne.com 

კომენტარები