პატარების გამარჯვება და დიდების კალენდარი

0 კომენტარი
ფოტო: ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი

25 მარტს გიორგი დევდარიანის მიერ გაწვრთნილმა 17 - წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2011-ის ელიტრაუნდი ჩინებულად დაიწყო: პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელ ჩეხეთს ვაკო ყაზაიშვილის ერთადერთი გოლით სძლია, რამდენიმე საათში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარიც დადგინდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში.
ისრაელის დედაქალაქმა, თელავივმა, უეფა-ს 34-ე კონგრესს უმასპინძლა, სადაც შედგა კიდეც ჩვენი ჯგუფის განრიგი: თემურ ქეცბაიას გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის პარასკევს, 3 სექტემბერს დაიწყებს ბრძოლას საბერძნეთში, სამშაბათს, 7 სექტემბერს კი ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს.
წლეულს საქართველოს ეროვნული გუნდი 4 ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს, გაისად - ორით მეტს. 2011 წლის 29 მარტი და 7 ივნისი ფიფა-ს ოფიციალური მატჩების კალენდარშია შეტანილი, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ყველა დაისვენებს.
თელ-ავივში გამართულ კონგრესზე უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ გაისად კვლავ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის. უეფა-ს მომდევნო, 35-ე კონგრესს 2011 წლის მარტში პარიზი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული
ნაკრების კალენდარი

2010 წელი
3 სექტემბერი, პარასკევი: საბერძნეთი - საქართველო, ისრაელი - მალტა, ლატვია - ხორვატია.
7 სექტემბერი, სამშაბათი: საქართველო - ისრაელი, მალტა - ლატვია, ხორვატია - საბერძნეთი.
8 ოქტომბერი, პარასკევი: საქართველო - მალტა, საბერძნეთი - ლატვია, ისრაელი - ხორვატია.
12 ოქტომბერი, სამშაბათი: ლატვია - საქართველო, საბერძნეთი - ისრაელი, ხორვატია - მალტა.

2011 წელი
26 მარტი, შაბათი: საქართველო - ხორვატია, ისრაელი - ლატვია, მალტა - საბერძნეთი
4 ივნისი, შაბათი: ხორვატია - საქართველო, საბერძნეთი - მალტა, ლატვია - ისრაელი
2 სექტემბერი, პარასკევი: საქართველო - ლატვია, ისრაელი - საბერძნეთი, მალტა - ხორვატია
6 სექტემბერი, სამშაბათი: მალტა - საქართველო, ლატვია - საბერძნეთი, ხორვატია - ისრაელი
7 ოქტომბერი, პარასკევი: ისრაელი - საქართველო, საბერძნეთი - ხორვატია, ლატვია - მალტა
11 ოქტომბერი, სამშაბათი: საქართველო - საბერძნეთი, მალტა - ისრაელი, ხორვატია - ლატვია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები