შემწვარი ბატკნის ბარკალი ტარხუნისა და პიტნის მარინადით

4 ულიფა
შემადგენლობა:
საშუალო ბატკნის ბარკალი (ზამთარში ბატკნის კარგი ალტერნატივაა ხბო)
50 გრ. ტარხუნა
50 გრ. პიტნა
ერთი თავი ნიორი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
200 გრ. ლიმონის წვენი
ფერადი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
ხორცის შესაკრავად დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე ძაფი ან კბილის ჩხირები 
კერძს მოუხდება ღვინო: საფერავი, მუკუზანი ან პინო ნუარი.
ჯამში 35 ლარი


მომზადების წესი:
მარინადისთვის: 200 გრ. ლიმონის წვენი, 50 გრ. ზეითუნის ზეთი და 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი შეურიეთ ერთმანეთს. ბატკნის ბარკალი ამ მასაში მოათავსეთ, მოაყარეთ ფერადი წიწაკა, მარილი და დატოვეთ მასში მთელი ღამის განმავლობაში.
ბატკნისთვის: გახსენით ბატკნის ბარკალი და გამოაცალეთ გადანახსენის ძვალი. დარჩენილი ნიორი, ტარხუნა, პიტნა და ზეითუნის ზეთი ბლენდერით აურიეთ და წაუსვით ბარკლის შიდა მხარეს. ცეცხლგამძლე ძაფით ან კბილის ჩხირებით შეკარით ბარკალი ხუთ ადგილას და შედგით ღუმელში 1 საათი - 180 გრადუსზე.
მიირთვით ახალ კარტოფილთან ერთად.

ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ.: 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ.: 24 33 02 / 03).
 

კომენტარები