კულინარია

სააღდგომო პასკა

ულუფა
მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 საათი
მოცემული მასალიდან გამომცხვარი პასკის საერთო მასა 6.5 კგ. ყველაზე გავრცელებულია 800 - გრამიანი პასკის ფორმები.

1,5 კგ. კარაქი (სასურველია ვალიო)
500 გრ. ნაღები (სასურველია პარმალატი)
500 მლ. რძე
2 კგ. ფქვილი
1,5 კგ. შაქარი
120 გრ. საფუარი
2,5 ჩაის კოვზი ილი
2,5 ჩაის კოვზი ჯავზი (მუსკატის კაკალი)
3 სუფრის კოვზი ზაფრანა
100 გრ. არაყი
1 ჩაის კოვზი ვანილი
20 კვერცხი (20 კვერცხის
გული და 10 კვერცხის ცილა)
350 გრ. ქიშმიში
ჯამში: 50 ლარი

მომზადების წესი:
800 გრამი შაქარი ათქვიფეთ 20 კვერცხის გულთან ერთად (10 კვერცხის ცილა შეინახეთ) დაუმატეთ ვანილი. ურიეთ გასქელებამდე.
10 კვერცხის ცილას შეურიეთ 200 გრ. შაქარი და ათქვიფეთ, როდესაც გამაგრდება, გადაიღეთ კვერცხის გულისგან მიღებულ მასაში.
ცალკე ჯამში 120 გრ. საფუარს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა ფქვილი და მოურიეთ. როდესაც ცომი გაფუვდება, გადაიღეთ უკვე გამზადებულ კვერცხისგან მიღებულ მასაში. მორევისას დაამატეთ რძე, ნაღები, არაყი და გამდნარი კარაქი. შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ. თანდათან დაამატეთ სუნელები: ზაფრანა, ილი, ჯავზი და ვანილი.
ცომი მოზილეთ 15-20 წუთი. შემდეგ შეფუთეთ და გააჩერეთ, ვიდრე არ გაფუვდება. როდესაც ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ მოზილეთ და ხელმეორედ შეფუთეთ. გაფუების შემდეგ დაამატეთ ქიშმიში და გაანაწილეთ ფორმებში.
ფორმებში ჩასხმული მასა 15-20 წუთი გააჩერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუზე 1 საათი.

ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ.: 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ.: 24 33 02 / 03).
 

კომენტარები