ახა­ლი დღის დღე­სას­წა­უ­ლი

0 კომენტარი

 21 მარტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მარ­ნე­ულ­ში ვი­ზი­ტი­სას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ნოვ­რუზ ბა­ი­რა­მი სა­ერ­თო-­სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლად გა­მო­აცხა­და. „თქვენთან ერ­თად ზე­ი­მობს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო, რად­გან თქვენ ხართ ჩვე­ნი სის­ხ­ლი და ხორ­ცი, ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიბ­რ­ძო­ლებთ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის და ვი­ზე­ი­მებთ, თუ ეს სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. დღე­ვან­დე­ლი დღი­დან ეს არის სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი”.
პრე­ზი­დენ­ტის პრეს­ცენ­ტ­რ­ში ჯერ ვერ ამ­ბო­ბენ, იქ­ნე­ბა თუ არა ახა­ლი დღე­სას­წა­უ­ლი უქ­მე დღე. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი რჩე­ბა, რა ფორ­მით აღ­ნიშ­ნავს სა­ხელ­მ­წი­ფო ნოვ­რუ­ზო­ბას. ამა­სო­ბა­ში კი პრე­ზი­დენ­ტის პრეს­ს­პი­კერ­მა, მა­ნა­ნა მან­ჯ­გა­ლა­ძემ, უ­კვე გა­ნაცხა­და, რომ შე­საძ­ლო­ა, ნოვ­რუ­ზო­ბის მსგავ­სად, „სახალხო დღე­სას­წა­უ­ლის სა­ხე მი­ი­ღოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის მქო­ნე ჯგუ­ფე­ბის დღე­სას­წა­უ­ლებ­მაც”.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი უდი­დე­სი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა­ა. მა­თი ოდე­ნო­ბა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 6.5%-ია, თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 0.7%-ით აღე­მა­ტე­ბა სო­მეხ­თა წილს. ასე რომ, ნოვ­რუ­ზო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დღე­სას­წა­უ­ლის რან­გ­ში აყ­ვა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მსგავ­სი სტა­ტუ­სი სო­მეხ­თა ერ­თ­-ერთ დღე­სას­წა­ულ­საც მი­ე­ნი­ჭოს. მაგ­რამ მან­ჯ­გა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში „სხვა” ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი მრავ­ლო­ბით რიცხ­ვ­ში იყო ნახ­სე­ნე­ბი. ჩნდე­ბა შე­კითხ­ვა - რა პა­რა­მეტ­რებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ესა თუ ის უმ­ცი­რე­სო­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ა­როს.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა პრინ­ცი­პით შე­ვარ­ჩევთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს უმ­ცი­რე­სო­ბებს, აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა კი­დევ ერ­თი სა­კითხი - რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღ­ნიშ­ნოს ისე­თი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თი ჯგუ­ფის­თ­ვის არის ტრა­დი­ცი­უ­ლი. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა ქარ­თ­ვე­ლებ­მა ან სომ­ხებ­მა მა­თი კულ­ტუ­რის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო ნოვ­რუ­ზო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ი­თა­ვი­სონ. ამა­ვე მო­საზ­რე­ბე­ბით, სა­და­ვო ხდე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თ­ვის მათ­თ­ვის უცხო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის უქ­მე დღე­ე­ბად და­წე­სე­ბა.
იურის­ტი გი­ორ­გი ფა­რა­და­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ შრო­მის კო­დექ­სი ნე­ბის­მი­ერ პირს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას სა­კონ­ტ­რაქ­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი თა­ვის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი დღე­ე­ბით. ფორ­მა­ლუ­რად სა­ხელ­მ­წი­ფო მხო­ლოდ უქ­მე დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას აწე­სებს. თუმ­ცა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ამ სა­კითხ­ში არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია - უქ­მე დღე­ე­ბის თა­რი­ღე­ბი აღიქ­მე­ბა, რო­გორც სა­ყო­ველ­თაო და სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რაც პრაქ­ტი­კა­ზეც აისა­ხე­ბა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები