თბილისში ტაქსი ყველა ევროპულ დედაქალაქზე იაფი ღირს. ტარიფი თითქმის ყველა შემთხვევაში მისაღებია. ფიქსირებული ფასები მხოლოდ ტაქსების იმ კომპანიებს აქვთ დაწესებული, რომელთა გამოძახება შეიძლება, დანარჩენ შემთხვევებში შევაჭრება საჭირო და აუცილებელია.
თბილისის ტაქსების 80% კერძო საკუთრებაა. იმ ტაქსისტებისთვის, რომლებიც ქუჩებში მოძრაობენ და არც ერთ კომპანიას არ ეკუთვნიან, პირობითი ტარიფები მოქმედებს:
5-6 კილომეტრამდე - 3 ლარი
10 კილომეტრამდე - 4 ლარი
15-20 კილომეტრ მანძილზე - 7 - 8 ლარი
აეროპორტი - 20 ლარი
ტაქსები, რომლებიც დგანან და კლიენტს ქალაქში არ ეძებენ, შედარებით ძვირად მოგემსახურებიან. მათსა და მათ მოძრავ კოლეგებს შორის განსხვავება არ არსებობს, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, სტატიკური ტაქსების ტარიფები ყოველთვის 2-3 ლარით მეტია.
დღეისათვის ქალაქში ყველაზე პოპულარულია ე.წ. სამლარიანი ტაქსი. ასეთი რამდენიმე კომპანია არსებობს და მოსახლეობაც ყველაზე მეტად მათი მომსახურებით სარგებლობს. სამლარიანი ტაქსი სამ ლარად წაგიყვანთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ცენტრალურ ნაწილში მიდიხართ. შედარებით დიდ მანძილებზეც მათი ტარიფები ყველაზე მისაღებია:
თუ მგზავრობის საწყისი წერტილი თბილისის ცენტრშია, სამლარიანი ტაქსი ასეთ ფასებს გთავაზობთ:
ვაკე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი, საბურთალო - 3 ლარი
ნაძალადევი, ნუცუბიძე, ისანი, ავლაბარი, სანზონა - 4 ლარი
ორთაჭალა, ვარკეთილი, გლდანი, თემქა, ვაზისუბანი, დიღომი - 5 ლარი
აეროპორტი - დღისით - 15, ღამით - 20 ლარი
დალოდება - საათი 5 ლარი
ქალაქი-აეროპორტი-ქალაქი - 25-30 ლარი
ტელეფონი: 91 14 14, 47 14 14
თუ დაიმლერ ბენცის პროდუქციის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ კომპანია ომეგას ვი-აი-პი ტაქსის მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. „ე” კლასის მერსედესის ტაქსი მოგემსახურებათ როგორც მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, ისე საათობრივად. თუ სტუმარი უცხოეთიდან ჩამოგდით და დასახვედრად არ გცალიათ, კომპანია ომეგას მძღოლები თქვენს სტუმარს, მისი სახელობითი ტრაფარეტით, აეროპორტში დახვდებიან და სასურველ ადგილას მიაბრძანებენ.
კილომეტრი - 50 თეთრი
ერთი საათი - 12 ლარი
ქალაქი-აეროპორტი - 20 ლარი
დახვედრა - 25 ლარი
ტელეფონი: 37 78 77 897 77 78 77
მსგავსი მომსახურება და ტარიფები აქვთ ჯიაიჯი ტაქსის, კომპანია 09-ს და ბევრ მსგავს ტაქსი სერვისს, რომელთა პოვნა ყვითელ ფურცლებში ამ მისამართზე შეგიძლიათ: http://yell.ge/
თუ არ გინდათ, რომ პატრულმა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დაგაჯარიმოთ, საჭირო აღარაა მანქანის რესტორნის ეზოში დატოვება ან არამსმელი მძღოლის ძებნა: ალიანსი - ავტო ასისტანსი - გთავაზობთ ნასვამი მძღოლების მომსახურებას! თბილისის მასშტაბით მძღოლის გამოძახება და დანიშნულების ადგილზე მისვლა 25 ლარი ღირს. თუ მძღოლს მცხეთაში გამოიძახებთ, თბილისში ჩამოსვლა 35 ლარი დაგიჯდებათ. ალიანსი ავტო ასისტანსი - ტელ: 8 (77) 98 77 66, 98 77 66.