პუტინი და ჩავესი თანამშრომლობას აღრმავებენ

0 კომენტარი

3 აპრილს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ვენესუელას ესტუმრა და პრეზიდენტ უგო ჩავესს შეხვდა. კარაკასში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. რუსეთის მთავრობამ ვენესუელას დახმარება აღუთქვა ატომური ენერგიის წარმოებისა და კოსმოსური ინდუსტრიის განვითარების საქმეში. შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეული იყო ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი.
უგო ჩავესმა პუტინის ვიზიტს „მნიშვნელოვანი დღე” უწოდა და რუსეთის პრემიერს საჩუქრად გადასცა სიმონ ბოლივარის ხმალი. მართლაც, 1999 წელს კლინტონის ვიზიტის შემდეგ პუტინი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ვენესუელას ეწვია.
„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ბირთვულ საკითხებში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მიზნებით... ჩვენ არ გავაკეთებთ ატომურ ბომბს,” - თქვა ჩავესმა. ვენესუელას ენერგეტიკული პრობლემები აქვს და სწორედ ბირთვული სექტორის დახმარებით აპირებს მის გადაჭრას. ჩავესმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან ერთად ახალი მულტიპოლარული მსოფლიოს შესაქმნელად და დაამატა: „ჩვენ არ ვქმნით კავშირს აშშ-ს წინააღმდეგ. არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ვაშინგტონი”.
აშშ-მ მრავალჯერ გამოხატა აღშფოთება რუსეთსა და ვენესუელას შორის იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, მოსკოვში დაბრუნებულმა პუტინმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან 5 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებას გააფორმებს იარაღით ვაჭრობაზე. ხელშეკრულება 13 კომპანიაზე განაწილდება. გარდა ამისა, რუსეთის პრემიერმა ვენესუელას 2 250 რუსული ავტომობილი „ლადა” და ოთხი MI-17ტიპის ვერტმფრენი შემატა, სანაცვლოდ კი, 600 მილიონი დოლარის ფასად, მდინარე ორინეკოს ხეობაში ნავთობის მოპოვების უფლება მიიღო.
რუსეთისა და ვენესუელის პრეზიდენტების ამბიციების მიუხედავად, მათი შესაძლებლობები სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. მაგალითად, ორინოკოს ნავთობის აღმოსაჩენად და მოსაპოვებლად, სულ მცირე, 18 მილიარდი დოლარია საჭირო. ნავთობის დაბალი ფასები რუსეთსა და ვენესუელას ამხელა თანხის გამოყოფის საშუალებას არ აძლევს. პრინსტონის უნივერსიტეტში რუსეთის სპეციალისტის სტეფან კოტკინის თქმით, რუსეთს არასდროს ჰყოფნიდა სახსრები ლათინურ ამერიკასთან ხანგრძლივი ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნებისთვის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები