პოლიტიკური დეფილე ანუ გამოცხადებული მარცხის ქრონიკა

 ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდეს,
ქვემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან ვის მისცემდით ხმას?

ვენახევარი რჩება თვითმართველობის ორგანოებისა და თბილისის მერის არჩევნებამდე. თანდათან იკვეთება პოლიტიკურ ძალთა დისპოზიციის საბოლოო სურათიც. ამას წინათ მედიამ გააშუქა ამერიკული ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენოს (USAID) დაფინანსებით, Baltic Surveys/The Gallup Organization, IPM-ის მიერ ჩატარებული საქართველოს ეროვნული კვლევის შედეგები. კვლევის საველე სამუშაოები 2010 წლის მარტში ჩატარდა და საქართველოს (ოკუპირებული რეგიონების გარდა) მთელი ტერიტორია მოიცვა. IRI 90–იანი წლებიდან წელიწადში ერთხელ მაინც წარმართავს ასეთ კვლევას, რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებს. 
პოლიტიკურმა პარტიებმა კვლევის შედეგები განსხვავებულად შეაფასეს – ნაწილმა ის თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად გამოიყენა, ნაწილმა - საარჩევნო კამპანიის დასაგეგმად, ხოლო ზოგმა განაცხადა, რომ შედეგები დაკვეთილია და უზუსტო. სოციოლოგიური კვლევისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის. საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საგრძნობი ნაწილი უკეთეს შემთხვევაში აღიარებს კვლევებს მხოლოდ მისთვის სასურველი შედეგებით, ხოლო უარეს შემთხვევაში თავისებურად ესმის სოციოლოგიაც და სტატისტიკაც. ასეთი გაგების მაგალითია პრაიმერის, როგორც თვითონ უწოდებენ, „სოციოლოგიის” გზით ჩატარება. უნდა აღინიშნოს, რომ პრაიმერისტების მიერ გაცხადებულ წესს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკური კვლევების მიღებულ სტანდარტებთან და იმავე შედეგით მისი ჩატარება კანდიდატთა ნაცნობ–მეგობრების გამოკითხვითაც შეიძლებოდა.



ვინც უნდა გაცხარდეს, IRI-ის ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადი და ერთმნიშვნელოვანი სურათი გამოავლინა. არჩევნებამდე ორი თვით ადრე მმართველი პარტია და მისი კანდიდადატები დამაჯერებლად ლიდერობენ, თანაც ყველა მიმართულებით. კითხვაზე „ხვალ რომ მერის არჩევნების იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას?”, რესპონდენტთა 46% მოქმედ მერს გიგი უგულავას ასახელებს, 16% ვერ აკეთებს არჩევანს, 9% კი აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. მარტივი არითმეტიკით ყველა სხვა კანდიდატი 29%-ს აგროვებს (იხ. გრაფიკი 1). მსგავსი ვითარებაა პარტიებთანაც. კითხვაზე „ხვალ რომ საკრებულოს არჩევნები იმართებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?”, რესპონდენტთა 38% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ირჩევს, 21%-ს უჭირს, გააკეთოს არჩევანი, 8% კი არც ერთ პარტიას არ ემხრობა. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს რჩებათ 33%. ეს მონაცემები დიდად არ განსხვავდება თბილისისა და დანარჩენი საქართველოსთვის – თბილისში ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს 32% (არ აქვს გადაწყვეტილი 23%-ს, არც ერთს – 10%, ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა 35%), ხოლო დანარჩენ საქართველოში 41% (არ აქვს გადაწყვეტილი 21%-ს, არც ერთს – 7%, ოპოზიციურ პარტებს - 31%). სადღეისოდ მტკიცება, რომ „თბილისი ოპოზიციური ქალაქია” მითად უფრო მოჩანს.
როგორც ავღნიშნეთ, სურათი ყველა მიმართულებით მეორდება. კითხვის „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?”, პასუხები აჩვენებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (ენმ ) მხარს დაუჭერდა რესპონდენტთა 37%, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს რესპონდენტთა 31% მისცემდა ხმას. რეალურად ენმ–ის მხარდაჭერა უფრო მაღალია, რადგან რესპონდენტთა 22% არ ასახელებს თავის ფავორიტს, ხოლო 10% კი არც ერთ პარტიას არ ემხრობა. იმავე კითხვაზე თბილისის პასუხი ასეთია: ენმ – 32%, ოპოზიციური პარტიები – 31%, არც ერთს – 13%, უარი პასუხზე – 24%, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის შესაბამისად – 39%, 30%, 9% და 22%. ყველა შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მონაცემები სტაბილურია და არ იცვლება, ენმ–ის მონაცემთა ცვლილება ძირითადად უარის ხარჯზე ხდება. გარკვეული პროცენტი „არ ვიცი” და „უარი პასუხზე”–ს ემატება, ან პირიქით. ამ კატეგორიაში („არ ვიცი” და „უარი პასუხზე”) ოპოზიციური პარტიების პოტენციური მხარდამჭერების ხვედრითი წილი მცირეა. თან რესპონდენტთა მხოლოდ 10% აცხადებს, რომ არასოდეს არ მისცემენ ხმას ენმ–ს საპარლამენტო არჩევნებში (ოპოზიციური პარტიებისთვის ეს მონაცემი 45%–ა).
თუ დინამიკას გავაანალიზებთ, გამოჩნდება, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მისი კანდიდატების რეიტინგი მზარდია, ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების მხარდაჭერა კი მცირდება. ლოგიკურია კითხვა - რატომ?
ერთი მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციურ ლიდერთა განცხადებები და აქტივობა არ უპასუხებს საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებს. არჩევითი დემოკრატიის პირობებში პოლიტიკოსს ორი გზა აქვს ამომრჩევლის მისამხრობად – ან თავად უნდა ჩამოაყალიბოს ელექტორატის შეხედულებები და ღირებულებები ან არსებულ ღირებულებებსა და მოთხოვნებს მიუსადაგოს პარტიის პოზიცია. პირველი გზა რთული და ხანგრძლივია; ის მოითხოვს პარტიის ყოველდღიურ, მიზანმიმართულ საქმიანობას. მეორე გზით კი უფრო მოკლევადიანი გეგმებს ახორციელებ. წარმატებული პოლიტიკოსები ორივე გზის სინთეზს ახერხებენ და ასე აღწევენ როგორც კონკრეტულ წარმატებას, ისე საზოგადოების რეფორმირებას. ახლა გავიხსენოთ, რაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია.
ოპოზიციურ ლიდერთა ნაწილის საგარეო პრიორიტეტების შეუსაბამობას მოსახლეობის დამოკიდებულებასთან წარმოაჩენს ასეთი მონაცემი: რესპონდენტთა მხოლოდ ერთი პროცენტი ემხრობა იდეას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციას რუსეთის მშვიდობისმყოფელები აკონტროლებდნენ (შედარებისთვის ევროკავშირის ძალები - 24%, აშშ - 28%, ნატო - 30%). რესპონდენტთა 74% მიიჩნევს, რომ რუსული აგრესია კვლავაც გრძელდება. გასაგებია, რომ ოპოზიციონერთა მოსკოვური ვიზიტები ვერ იქნება მოსახლეობაში პოპულარული და, შესაბამისად, ვერც ამ ვოიაჟების მხარდაჭერა და ვიზიტორებთან პოლიტიკური კავშირების შექნა შემატებს ვინმეს პოპულარობას.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 83% თავიანთი უსაფრთხოების უპირველეს მტრად რუსეთს მიიჩნევს. გამოკითხულთა 59% თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც მოსდევს უკრაინა (29%) და ევროკავშირი (24%). რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას – ამ მიზანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს 50%, ხოლო 22% ემხრობა ნაწილობრივ. გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ 9 პროცენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობას ნატოში. 2009 წლის ოქტომბერთან შედარებით (IRI-ის წინა კვლევა სწორედ მაშინ ჩატარდა), ნატოს წევრობის მხარდამჭერთა რაოდენობამ ოდნავ იკლო, მაგრამ მაინც ლოგიკურად თავსებადია იმ მიდგომებთან, გამოკითხულებმა დასავლეთისა და რუსეთის მიმართ რომ გამოავლინეს.
პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერის ნაწილში კვლევამ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 36% ემხრობა, ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას – ზომიერ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასა და საქართველოს პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას – 10%. მესამე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია (8%) და ალიანსი საქართველოსთვის (6%). ბურჯანაძის პარტიას პულსი არ ესინჯება – დაახლოებით ერთპროცენტიანი რეიტინგით. კვლევისას IRI დაინტერესდა არა მხოლოდ პარტიათა პროცენტებით, არამედ იმით, თუ რა რიგის სახალხო მხარდაჭერა აქვთ იმ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომელთაც ღიად ემხრობა დღეს კრემლი. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა აჩვენებს, რომ ასეთ პარტიები და პოლიტიკოსები უმცირესი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მთლად კარგი ამბავი ვერ უნდა იყოს მათთვის, ვინც მოსკოვში ზის და საქართველოს მომავალს გეგმავს.


ოპოზიციონერთა საქმიანობაში ჭირს შენიშნო გრძელვადიანი სტრატეგიის კვალი. დავაკვირდეთ, რამდენად ესაბამება მათი მოკლევადიანი ტაქტიკა და აქტივობა მოსახლეობის მოლოდინებსა და პრობლემებს. ხსენებული კვლევის თანხამად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ორი პრობლემა აწუხებს - უმუშევრობა, რომელიც პირველი რიგის პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 36%-მა, ხოლო ზოგადად, პრობლემად მიიჩნია 61%-მა და ტერიტორიული მთლიანობა - შესაბამისად 27% და 45%. შედარებისთვის: მესამე პოზიცია უკავია ეკონომიკური პრობლემებს, რომლის მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება პირველ ორს (10% და 29%), ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მაჩვენებელი კი 4 და 9 პროცენტია. თბილისი ამ მხრივ უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო: უმუშევრობა, როგორც პრობლემა ახსენა თბილისის რესპონდენტთა 47%–მა, დანარჩენი საქართველოში 66%-მა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა შესაბამისად - 55% და 42%–მა.
უმუშევრობა პირველია ლოკალურ პრობლემათა ჩამონათვალშიც. თავისი ქალაქის/სოფლის მთავარ პრობლემად უმუშევრობას რესპონდენტთა 39% მიიჩნევს, ხოლო ზოგადად პრობლემად 51% ასახელებს. მას მოსდევს და დიდად ჩამოუვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები: გზების შეკეთება - 13% და 23%, წყლით მომარაგება - 7% და 16%, გაზით მომარაგება 5% და 10%. უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები რეგიონებს უფრო აწუხებს - უმუშევრობა - 49%, გზების შეკეთება - 29%, წყალი - 22% და გაზი - 14%. თბილისის შემთხვევაში პირველ პლანზე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გამოდის - უმუშევრობა - 61%, მაღალი გადასახადები - 17%, სოციალური პრობლემები - 14% და ეკონომიკური მდგომარეობა - 13%. მსგავსი სურათი ჩანს, როცა კითხვა უშუალოდ ოჯახის პრობლემებს ეხება.
პასუხების პროცენტული გადანაწილება ლოგიკურად აისახება რესპონდენტთა მოლოდინში, რომელსაც ასარჩევ საკრებულოებს უკავშირებენ. რესპონდენტების აზრით, საკრებულომ პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემა უნდა მოაგვაროს (24% ამას მიიჩნევს პირველ რიგის ამოცანად და 32% – ზოგადად აქტუალურ ამოცანად). უმუშევრობას მოსდევს სოფლის მეურნეობის განვითარება (9 და 12 პროცენტი), სოციალური დაცვა (9 და 14 პროცენტი), გზების (6 და 10 პროცენტი), წყლისა (3 და 7 პროცენტი) და გაზის (2 და 5 პროცენტი) პრობლემის მოგვარება. თბილისის საკრებულოს განსახილველი საკითხები განსხვავდება რეგიონულისგან და უფრო სოციო-ეკონომიკური შინაარსი აქვს (უმუშევრობა-27%, სოციალური საკითხების მოგვარება - 21%); რეგიონებში კი უმუშევრობას (33%) მოჰყვება სოფლის მეურნეობა (16%) და ინფრასტურქტურაა ნახსენები (გზა - 13%, წყლის მომარაგება - 9% და გაზი – 7%).


ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბას რეს­პონ­დენ­ტე­ბი უფ­რო ოპ­ტი­მის­ტად აფა­სე­ბენ, კერ­ძოდ, 76% მო­მა­ვალს ოპ­ტი­მიზ­მით უყუ­რებს. 41% მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ზრდის ტენ­დენ­ცი­ა, რო­მე­ლიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა აგ­ვის­ტოს ომი­თა და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩა­ვარ­დ­ნის შემ­დეგ (მაშინ მხო­ლოდ 26% მი­იჩ­ნევ­და, რომ ქვე­ყა­ნა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბო­და). დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან გა­მო­კითხულ­თა 58% და­დე­ბი­თად აფა­სებს მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბას ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს (იხ.გრაფიკი 3).
არაა გა­საკ­ვი­რი, რომ პრობ­ლე­მა­თა მოგ­ვა­რე­ბას რეს­პონ­დენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის­გან მო­ე­ლი­ან: ზო­გა­დად პრობ­ლე­მა­თა მოგ­ვა­რე­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა – 29%, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი - 16% (თბილისი: ენმ - 28%, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი - 16%; რე­გი­ო­ნე­ბი: ენმ - 31%, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი - 15%). კითხ­ვა­ზე თუ „ვინ უკეთ მო­აგ­ვა­რებს უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მას?” რეს­პონ­დენ­ტ­თა 38% მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ასა­ხე­ლებს, მე­ო­რე ად­გილ­ზე ცხრა პრო­ცენ­ტით გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე­ა. თბი­ლი­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვილს 33, ხო­ლო თარ­გა­მა­ძეს და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­სა­ბა­მი­სად 5 და 7 პრო­ცენ­ტი ასა­ხე­ლებს. რე­გი­ო­ნებ­ში ანა­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თი­ა: სა­ა­კაშ­ვი­ლი – 40%, თარ­გა­მა­ძე – 11%, ალა­სა­ნია – 3%.
რეს­პონ­დენ­ტე­ბის 34% მი­იჩ­ნევს, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლი­ა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს ამ უნარს გა­მო­კითხულ­თა 7% მი­ა­წერს, ხო­ლო ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას - 5%. რეს­პონ­დენ­ტ­თა აზ­რით, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აგ­რეთ­ვე ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე უკეთ სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თავს (შესაბამისად 34% და 40%). შე­და­რე­ბის­თ­ვის ვიტყ­ვით, რომ თარ­გა­მა­ძის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორი­ვე ამ შემ­თხ­ვე­ვი­სათ­ვის 8 პრო­ცენ­ტი­ა, ხო­ლო ალა­სა­ნი­ას­თ­ვის – შე­სა­ბა­მი­სად 6% და 5%. ნდო­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­მართ – ყვე­ლა სა­კითხ­ში – 2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­თან შე­და­რე­ბით 2-ჯერ შემ­ცირ­და.

ახლადარჩეული მერის მოსაგვარებელ პრობლემათა ჩამონათვალს სათავეში ისევ უმუშევრობა უდგას – 22%. მომდევნოა მუნიციპალური აღმშენებლობა – 14%, სოციალური პრობლემების მოგვარება – 12% და ინფრასტრუქტურის განვითარება - 8%.
ომის საფრთხეს მთავარ საშიშიროებად რესპონდენტთა 44% მიიჩნევს (თბილისი - 39% და რეგიონები - 55%). აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნებას მხარს უჭერს რესპონდენტთა 74%, დიალოგს რუსეთთან 78%, ხოლო აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემის მოგვარებას დიალოგით გზით 96% ემხრობა. ამ ფონზე ოპოზიციის ლიდერთა მოსკოვში სტუმრობანი, მათივე სიტყვებით „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის”, თითქოს მოსახლეობას უნდა მოსწონდეს, მაგრამ აქ თავს იჩენს არსებითი წინააღმდეგობა: რესპონდენტთა უმეტესობის აზრით დიალოგს რუსეთთან უნდა წარმართავდეს საქართველოს მთავრობა (70%) და არა პოლიტიკური პარტიები (10%) ან საზოგადოება (11%). ეს მაჩვენებლები მეტყველებს, რომ მოქალაქეებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ემხრობიან სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პროდასავლური კურსის შენარჩუნების პირობებში და არა მათი დათმობის სანაცვლოდ, რასაც ნოღაიდელი და ბურჯანაძე ღიად თუ არაპირდაპირ სთავაზობენ.
რესპონდენტების 94% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა თავიდან აიციოლონ ქვეყნის შიდა კონფრონტანცია და დაძაბულობა, 74%–ის აზრით, ასევე თავი უნდა შეიკავონ ქუჩის პროტესტისაგან. რესპონდენტების 87%–ს გამოსავლად მიაჩნია მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება. როგორც ვხედავთ, რესპონდენტების დაკვეთა თვისობრივად განსხვავდება არასაპარლამენტო ოპოზიციის კონფრონტაციული სტრატეგიისაგან (იხ. გრაფიკი 2).
საგულისხმოა, რომ ვოიაჟებს აწყობენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილოეობას. რესპონდენტთა 49% უარყოფითად ეკიდება პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, 26% ვერ აფასებს ამ გადაწყვეტილებას, მხარს კი 25% უჭერს (იხ. გრაფიკი 4).
კიდევ ერთი რამ, რასაც საქართველოს მოსახლეობა არასაპარლამენტო ოპოზიციას უკვეთავს, ერთიანი კანდიდატის ყოლაა. რესპონდენტების 68% ემხრობა ამ პარტიების მიერ ერთიანი კანდიდატის წამოყენების აუცილებლობას (13% არ ემხრობა და 19% არ ან ვერ აფიქსირებს პოზიციას). ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ დაკვეთის შესრულებამდეც ბევრი უკლია.
სწორედ საზოგადოების დაკვეთის შეუსრულებლობა, მოსახლეობის რეალური პრობლემების უგულებელყოფა, პროგრამისა და სტრატეგიის არქონა უმცირებს რეიტინგს არასაპარლამენტო ოპოზიციას.
საინტერესოა, რას მიიჩნევენ რესპონდენტები მმართველი გუნდისა წარმატებად თუ წარუმატებლობად? მთავრობის მთავარ წარმატებად ინფრასტრუქტურის მოგვარება (ელექტრომომარაგება - 18%, გზები - 18%, მუნიციპალური აღმშენებლობა – 5%) და კრიმინალური ვითარების გაუმჯობესება ითვლება (კრიმინალური მდგომარეობის გაუმჯობესება - 9%, პატრულის შექმნა - 6%, წესრიგი ქვეყანაში 4%). თბილისის მერს გიგი უგულავას მთავარ მიღწევად ასევე ინფრასტრუქტურას უთვლიან (გზები - 16%, მუნიციპალური აღმშენებლობა - 12%, ზოგადად ინფრასტრუქტურა - 11%, სისუფთავე - 9% და სკვერები - 7%). შედარებისთვის: რესპონდენტთა 61% ვერ ასახელებს გიგი უგულავას კონკრეტულ წარუმატებლობას. რაც შეეხება მმართველი გუნდის და მთავრობის დიდ წარუმატებლობას – ეს არის ტერიტორიების დაკარგვა (31%) და აგვისტოს ომი - (27%) ანუ საკითხები, რომლებიც კონკრეტულად ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში აქტუალური არ არის. კითხვას „როგორ აგვარებს ადგილობრივ პრობლემებს მმართველი გუნდი”, რესპონდენტების 33% დადებითად უპასუხებს (21% ვერ აფასებს). თბილისის მერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს 54%. თუ გავითვალისწინებთ, რომ რესპონდენტების 96%–ს ბოლო 1 წლის მანძილზე არ გადაუხდია ქრთამი, რაც დიდხანს მთავარი პრობლემა იყო, მმართველი გუნდს ხელსაყრელი ფონი ექმნება.
ქვეყანაში მდგომარეობას რესპონდენტები უფრო ოპტიმისტად აფასებენ, კერძოდ, 76% მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. 41% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით. აქ აღსანიშნავია ზრდის ტენდენცია, რომელიც შეინიშნება აგვისტოს ომითა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ჩავარდნის შემდეგ (მაშინ მხოლოდ 26% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა). დღევანდელი გადასახედიდან გამოკითხულთა 58% დადებითად აფასებს მთავრობისა და პრეზიდენტის მოქმედებას ფინანსური კრიზისის დროს (იხ.გრაფიკი 3).
არაა გასაკვირი, რომ პრობლემათა მოგვარებას რესპონდენტები ძირითადად მმართველი გუნდის ლიდერებისგან მოელიან: ზოგადად პრობლემათა მოგვარება - ნაციონალური მოძრაობა – 29%, ოპოზიციური პარტიები - 16% (თბილისი: ენმ - 28%, ოპოზიციური პარტიები - 16%; რეგიონები: ენმ - 31%, ოპოზიციური პარტიები - 15%). კითხვაზე თუ „ვინ უკეთ მოაგვარებს უმუშევრობის პრობლემას?” რესპონდენტთა 38% მიხეილ სააკაშვილს ასახელებს, მეორე ადგილზე ცხრა პროცენტით გიორგი თარგამაძეა. თბილისის შემთხვევაში სააკაშვილს 33, ხოლო თარგამაძეს და ირაკლი ალასანიას შესაბამისად 5 და 7 პროცენტი ასახელებს. რეგიონებში ანალოგიური მონაცემები ასეთია: სააკაშვილი – 40%, თარგამაძე – 11%, ალასანია – 3%.
რესპონდენტების 34% მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, გიორგი თარგამაძეს ამ უნარს გამოკითხულთა 7% მიაწერს, ხოლო ირაკლი ალასანიას - 5%. რესპონდენტთა აზრით, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აგრეთვე ფინანსური კრიზისის დროს ქვეყანას ყველაზე უკეთ სააკაშვილი მართავს (შესაბამისად 34% და 40%). შედარებისთვის ვიტყვით, რომ თარგამაძის მაჩვენებელი ორივე ამ შემთხვევისათვის 8 პროცენტია, ხოლო ალასანიასთვის – შესაბამისად 6% და 5%. ნდობა ირაკლი ალასანიას მიმართ – ყველა საკითხში – 2009 წლის ოქტომბერთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა.
ლოგიკურია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მაღალი ნდობითა და რეიტინგით სარგებლობენ – მიხეილ სააკაშვილს დადებითად აფასებს რესპონდენტთა 65%, გიგი უგულავას – 56, ნიკა გილაურს – 53, ხოლო დავით ბაქრაძეს – 43 პროცენტი (იხილეთ გრაფიკი 5). გიგი უგულავას მონაცემები თბილისში გამოკითხულთა შორის კიდევ უფრო მაღალია და 67%–ს აღწევს. ლიდერების მაღალი რეიტინგი ავტომატურად და პირდაპირპროპორციულად აისახება პარტიულ რეიტინგზე: რესპონდეტების 53% აცხადებს, რომ ხმის მიცემისას განსაზღვრელი ფაქტორი მისთვის სწორედ ლიდერების ვინაობაა (თბილისში ეს მონაცემი 39, ხოლო რეგიონში 58%–ა).
ნდობით სარგებლობს ყველა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტიც. ყველა ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტის ნდობის რეიტინგი 40%–დან იწყება. ამდენი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონებში. ნდობის მხრივ პირველი პოზიცია არმიას უჭირავს – 84%, შემდეგ პოლიციას – 81%. პრეზიდენტის ოფისი 61%–ით მესამე ადგილზეა; მთავრობას 56%–ანი ნდობა აქვს, ცენტრალურ ბანკს – 53%, ამდენივე – პარლამენტს, განათლების სისტემას – გამოკითხულთა 52% ენდობა, პროკურატურას – 49%, სასამართლოს – 46%, სახალხო დამცველს – 43%. შესადარებლად: პოლიტიკურ პარტიებს რესპონდენტთა 33% ენდობა.
ყველა ეს მონაცემი თუ მაჩვენებელი სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ერთმნიშვნელოვანი პროგნოზი გააკეთონ. ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის პერიფრაზს თუ მოვიხმობთ, არჩევნებამდე დარჩენილი დრო რადიკალურ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეიძლება ექცეს გამოცხადებული მარცხის ქრონიკად.

კომენტარები