სოციალისტების გამანადგურებელი მარცხი

0 კომენტარი

 11 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­მარ­ჯ­ვე­ნე-­ცენ­ტ­რის­ტულ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტია ფი­დეშ­მა ხმა­თა 52.8% მო­ი­პო­ვა, მმარ­თ­ველ­მა სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა პარ­ტი­ამ - 19.3%, ექ­ს­ტ­რე­მის­ტულ­მა მე­მარ­ჯ­ვე­ნე ჯო­ბიკ­მა კი - 16.7%. არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი 25 აპ­რილს, მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ გაცხად­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­დეშს პარ­ლა­მენ­ტ­ში 386 ად­გი­ლი­დან 206 ერ­გე­ბა, სო­ცი­ა­ლის­ტებს - 28, ჯო­ბიკს - 26.
არ­ჩევ­ნებ­ში მე­მარ­ჯ­ვე­ნე­თა წარ­მა­ტე­ბას მკვლე­ვარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს უკავ­ში­რებს. ამ პე­რი­ოდ­ში უმუ­შევ­რო­ბამ 11.2%-ს მი­აღ­წია და მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტი 6.3%-ით შემ­ცირ­და. სა­ხელ­მ­წი­ფოს 25 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის სეს­ხე­ბა მო­უ­წია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის­გან. კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად და ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის 9.3%-დან (2006) 4%-მდე და­საყ­ვა­ნად, სო­ცი­ა­ლისტ მთავ­რო­ბას გა­და­სა­ხა­დე­ბის აწე­ვა და ხარ­ჯე­ბის შეკ­ვე­ცა დას­ჭირ­და. რე­ფორ­მებ­მა ეკო­ნო­მი­კის მეტ­-­ნაკ­ლებ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას შე­უწყო ხე­ლი, თუმ­ცა ამომ­რ­ჩევ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა. ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტ­რის გან­ცხა­დე­ბით, მე­მარ­ცხე­ნე მთავ­რო­ბამ, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მდიდ­რებ­სა და ღა­რი­ბებს შო­რის უფ­ს­კ­რუ­ლის გაქ­რო­ბა უნ­და იყოს, პი­რი­ქით, მის გაზ­რ­დას შე­უწყო ხე­ლი.
ფი­დე­შის ანუ უნ­გ­რე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო კავ­ში­რის ლი­დე­რის ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხალ­ხ­მა „უიმედობის და­მარ­ცხე­ბას” მის­ცა ხმა. ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა 1989 წელს, რო­დე­საც

მან საბ­ჭო­თა ჯა­რებს უნ­გ­რე­თის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. იგი უნ­გ­რე­თის პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რი იყო 1998- 2002 წლებ­ში. ორ­ბა­ნის პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რო­ბის დროს ქვე­ყა­ნამ გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ა. მა­შინ მთავ­რო­ბამ, რა­დი­კა­ლური რე­ფორ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შეძ­ლო, ინ­ფ­ლა­ცია 15%-იდან 7.8%-მდე შემ­ცირ­და. ორ­ბა­ნის პრე­მი­ე­რო­ბი­სას შეძ­ლო უნ­გ­რეთ­მა ნა­ტო­ში შეს­ვ­ლა. თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად, ფი­დე­შის სა­ხე­ლი სკან­და­ლებ­საც უკავ­შირ­დე­ბა, რა­მაც, სა­ბო­ლო­ოდ, ამ პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბა გა­მო­იწ­ვია 2002 წლის არ­ჩევ­ნებ­ში. ამის შემ­დეგ პარ­ტია კი­დევ ორ­ჯერ და­მარ­ცხ­და, წელს კი პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი ამომ­რ­ჩევ­ლის წყა­ლო­ბით დაბ­რუნ­და.
წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ში ორ­ბა­ნის პარ­ტი­ის მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და შემ­დე­გი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ო­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მ­ნა იყო. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ორ­ბანს რე­ფორ­მე­ბის ად­ვი­ლად გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. თუმ­ცა, ექ­ს­პერ­ტ­თა შე­ფა­სე­ბით, მას რთუ­ლი გზა ელის წინ. ხალ­ხი სწრაფ შე­დეგს ელო­დე­ბა. მას მცი­რე დრო აქვს სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის.
გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი ჯო­ბი­კის პარ­ლა­მენ­ტ­ში მოხ­ვედ­რა, პირ­ვე­ლად ამ პარ­ტი­ის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე. პარ­ტია ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ან­ტი­ბო­შუ­რი და ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით. ჯო­ბი­კი მი­იჩ­ნევს, რომ ის­რა­ე­ლი უნ­გ­რე­თის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას ცდი­ლობს, ბო­შა კრი­მი­ნა­ლე­ბი კი უნ­გ­რეთს სა­ხელს უტე­ხენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. უნ­გ­რეთ­ში ასი ათა­სი ებ­რა­ე­ლი და ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ბო­შა ცხოვ­რობს. პარ­ტი­ის პრეს­-­ს­პი­კერ­მა ვარ­კო­ნიმ გა­ნაცხა­და: „ჩვენ მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლი ბო­შე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ­ნი ვართ. ჩვენ არ ვართ ან­ტი­სე­მი­ტე­ბი, უბ­რა­ლოდ, ვებ­რ­ძ­ვით ის­რა­ე­ლელ კო­ლო­ნი­ზა­ტო­რებს”. პარ­ტი­ის წევ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­მო­სით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს უნ­გ­რელ ნა­ცის­ტ­თა პარ­ტი­ის, ის­რი­ა­ნი ჯვრის ტრა­დი­ცი­ულ ჩაც­მუ­ლო­ბას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები