ხელნაწერები იწვიან, კომპიუტერები არ იმტვრევიან

მოქმედი პირნი:
ბებია
ბავშვი

ბებია: შვილო, პრეზიდენტის თხზულებათა მეორე ტომი გამოვიდა. საინტერესო წიგნია.
იქნებ წაგეკითხა?
ბავშვი: (თავის პაწია კომპიუტერს უზის - უდიერად)
წიგნი რა ჩემი ფეხებია?
ბებია: (უჩვენებს) აი, ეს, ბები.
ბავშვი: (დაეჭვებული ათვალიერებს) რამდენი
კილოა?
ბებია: წიგნებს კილოობით არ ზომავენ, იაშა...
(ბავშვს იაკობი ჰქვია) წიგნი - წიგნია.
ბავშვი: (ყნოსავს წიგნს) ცუდი სუნი აქვს...
ბებია: (ესეც ყნოსავს) რატომ, მე მომწონს - სპეცი-
ფიკური სუნი აქვს... ქაღალდის.
ბავშვი: (ეხუტება თავის კომპიუტერს) მომწამლავს... (ზიზღით უყურებს წიგნს)
ეს ფრთები რეებია?
ბებია: ფურცლები.
ბავშვი: (ყდას ურტყამს ხელს) ეს რატოა მაგარი?
ბებია: ეგ თუ არ ექნა, დაიშლება.
ბავშვი: (ძირს აგდებს თავის კომპიუტერს - გახარე- ბული იცინის) ჩემი რო არ ტყდება!
ბებია: (ეს მოქმედება - კომპიუტერის ძირს
დავარდნა - რაღაცას გაახსენებს) აჰ... ხო... პრეზიდენტი...
ბავშვი: (ფეხს ურტყამს კომპიუტერს) აი... აი!
არანაირი პრობლემა... ნოლი პრობლემა...
ბებია: (მედიდური ირონიით) როგორც ჩანს,
მხოლოდ ეგ ყოფილა ამის პლუსი!
ბავშვი: მომე ეგა! (წიგნს ხელიდან გამოგლეჯს
ბებიას)
ბებია: (შეტორტმანდება) ვაი...
ბავშვი: (ფხრეწს წიგნს) ესაა კარგი საქონელი? ესაა პატივსაცემი ნივთი? (იხვითქება) ჰაერზე რა ჭირს და წყალში რა მოუვა... (შუაზე უნდა გაგლეჯა - იჭინთება)
ბებია: ჩაიფსამ, ბები, ასე!
ბავშვი: (ორად ხევს წიგნს) აჰა...
ერთ ხმარებაზე გაფუჭდა!
ბებია: (დანანებით) ამ დროს, ისეთი საინტერესო
რამეები ეწერა პრეზიდენტს...
ბავშვი: (სუნთქვა უჭირს - კომპიუტერს უკან,
მაგიდაზე დებს) მაგან დაგვირიგა ესენი, მე რა ვქნა...
ბებია: ხო მაგრამ, განა ესა თქვა პრეზიდენტმა, წიგნებს ნუ წაიკითხავო?
ბავშვი: (ავად იცინის) ეგრე თქვა ზუსტად. წიგნი
არა - იხვის ტოლმა! აგერაა კომპიუტერი,
რასაც მინდა, იმას მაგებინებს... აჰა...
(ბეჭდავს) გინდა ახალი ინფორმაცია?
(კითხულობს წვალებით) “დღეეეს... ოოც
დაშვიიდმა... გააკ-კკ... ოტრებულმა გამონ... გამონმ... გამომცემელმა მოიკლა თავი...”
ბებია: ნტ, ნტ, ნტ. ხედავ შენ!
ბავშვი: (განაგრძობს კითხვას) “დღეეს დილით
ბოოოლო წუგნ... წიგნის მაღაზია
დდ-დაიკეტა სა... სა... სა...
ბებია: საქართველოში, ბები?
ბავშვი: (უდიერად) ხო, ხო!
ბებია: უი, უი... ალბათ, ის, მეტროს ქვეშ რომ
იყო დარჩენილი.
ბავშვი: (იჭყანება) ფუუ, ვირთხებში...
ბებია: (წნევა უწევს - ცდილობს, სიამაყე
შეინარჩუნოს) რა ვიცი, ბები, მთავარია
ცოდნა მიიღო და საიდანაც გინდა, იქიდან მიიღე... ადამჲიანს თუ ცოდნა სწყურიან, კონფიწჲურიდან (ბებია ასე უწოდებს
კომპიუტერს) კი არა, უთოდანაც მიიღებს (იცინის თავისი ენამახვილობით კმაყოფილი).
ბავშვი: (აფერისტულად) პასიბა, ბებ. ეგრეა.
ბებია: (კომპიუტერზე მიუთითებს) მაშვინ
მანდედან წაიკითხე რამე.
ბავშვი: კი, ბებ, აბა რა.

ბებია გადის.

ბავშვი მონსტრების ხოცვას იწყებს თავის კომპიუტერში. და თავადაც მონსტრისებურად ღმუის.
ფარდა



 

კომენტარები